5 ფილმი, რომელიც ახალგაზრდობის გამოწვევებზე გვიყვება
ფოტო: Treehouse Pictures; Tiny Ponies
თუკი შენი დაბადებიდან თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა, თუმცა ჯერჯერობით ამ ცხოვრებას მაინც ვერაფერი გაუგე და სრულიად მარტო და დაკარგულად გრძნობ თავს, სინამდვილეში მარტო სულაც არ ხარ. უბრალოდ იმ ასაკში შეაბიჯე, როცა თინეიჯერული თავდაჯერება ცვდება, თითქოს ამბოხიც უჩინმაჩინის ქუდს იხურავს ჩვენს გულებში და უკვე აღარ გვგონია, რომ ამქვეყნად ყველანაირ ცხოვრებისეულ სიბრძნეს ნაზიარები ვართ და არავის რჩევა-დარიგება აღარ გვჭირდება.
შენს დაბნეულობას გარემოს ზეწოლაც შეიძლება ემატებოდეს, ანუ ხალხი, რომლებიც შენგან მთების გადადგმასა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე გაპრეზიდენტებას ელოდა, ახლა კი ცოტა ეჭვის თვალით უყურებს შენს პერსპექტიულობას. თუ ეს ყველაფერი შენთვის მართლაც კარგად ნაცნობია, გულს ნუ გაიტეხ, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც ამ გზას გადის და წარმატებით გაივლის კიდეც. ამის დანახვაში ეჭვით, შიშით, იმედითა და სიყვარულით სავსე ეს 5 ფილმიც დაგეხმარება.
მაშ ასე, 5 ფილმი, რომლებიც ახალგაზრდობის გამოწვევებზე ჰყვება:
1. Tiny Furniture — პაწაწინა ავეჯი
Tiny Furniture ამერიკელი ავტორის, რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, ლენა დანემის, პირველი ფილმია, რომლის სცენარიც თავად დაწერა და მთავარი გმირიც განასახიერა. დანემი ფილმში ერთ დაბნეულ გოგოს თამაშობს, რომელმაც ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი და დროებით მშობლების სახლში დაბრუნდა, ვიდრე მიხვდება, რა სურს გააკეთოს და საკუთარ გზას იპოვის ცხოვრებაში. თუკი შენც უმაღლესი განათლება გაქვს, თუმცა დროებით რესტორანში გიწევს მუშაობა არასასურველ პოზიციაზე და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ყველა შენ გაკრიტიკებს, ანდა არაფერი არ მიდის ცხოვრებაში ისე, როგორც თინეიჯერობისას წარმოგედგინა, მაშინ ლენას გმირს, ორას, ძალიან კარგად გაუგებ. ისიც გაითვალისწინე, რომ ლენა დანემი ცნობილია ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმებითა და ტექსტებით, ერთ-ერთ წიგნში კი Not that Kind of Girl, წერდა, რომ 20 წლის ასაკში შიშობდა, ვერაფერს მიაღწევდა ცხოვრებაში და ფსიქიატრიულ კლინიკაში დაასრულებდა ცხოვრებას. წიგნი, ისევე, როგორც ეს ფილმი, სწორედ იმ პერიოდის გამოწვევებს აღწერს დეტალურად, როცა ლენა 20-25 წლის იყო, ახლა კი 36 წლის ასაკში მთელს ჰოლივუდში იცნობენ მას და მის შემოქმედებას.
2. Reality Bites — რეალობა იკბინება
ლალეინა სასწავლებელში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია, რომლისგანაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ყველა სასწაულებს მოელის, თუმცა განათლებისა და ნიჭის მიუხედავად, კარიერის დამოუკიდებლად შექმნა მაინც არ აღმოჩნდება მარტივი მისთვის. განსაკუთრებით რთული გმირისთვის მასზე დამყარებული მოლოდინების ზიდვაა, რომელიც რაღაცით სიზიფეს შრომასაც წააგავს. ფილმში ლალეინა ერთადერთი კურსდამთავრებული არაა, რომელსაც უამრავი გამოწვევა ხვდება — მის მეგობრებსაც არასასურველ სამსახურებში უწევთ თვითგვემა ანდა, პირიქით, უმუშევრობით იტანჯებიან. საბოლოოდ, ლალეინა საკუთარ ხმას პოულობს და შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმსაც იღებს თავისი და მეგობრების ცხოვრებაზე, რომლებიც თავიანთ წილ ბედნიერებას პოულობენ.
3. In a World — სამყაროში
In a World არა მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გამოწვევებით სავსე კარიერულ გზას გვიჩვენებს, რომელიც ცდილობს წარმატებული მამის კვალს გაჰყვეს და ანიმაციური ფილმები გაახმოვანოს, არამედ მშობლებისა და შვილების ურთიერთობის დინამიკაზეც გვესაუბრება. უფროსებს ხშირად ჰგონიათ, რომ ზუსტად იციან, რა არის მათი შვილებისთვის უმჯობესი და პროფესიულ არჩევანს არცთუ იშვიათად უწუნებენ. განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდებს ისეთ ინდუსტრიაში სურთ გზის გაკვალვა, რომელიც უპირატესობას კაცებს ანიჭებს. სწორედ ამას ჩასჩიჩინებს ქეროლს მამა და ურჩევს ფილმების გახმოვანებაზე ოცნებას შეეშვას. ქეროლს არა მხოლოდ იმ კრიზისთან გამკლავება უწევს, რომელსაც ადამიანები 20-25 წლის ასაკში აწყდებიან, არამედ სექსიზმთან და მშობლის ავტორიტარულ დამოკიდებულებასთანაც. მიუხედავად სირთულეებისა, ქეროლი ახერხებს, საყვარელ საქმეში წარმატებასაც მიაღწიოს და, საბოლოოდ, მამასთან ურთიერთობაც მოაგვაროს.
4. Adult World — ზრდასრულთა სამყარო
ემის სურს, წარმატებული პოეტი გახდეს, თუმცა დროებით მშობლების სახლში უწევს დაბრუნება, რომლებიც ხშირად ახსენებენ, რომ უკვე ზრდასრულია, დროა წარმოსახვითი ჭიპლარი გადაჭრას, შესაფერისი სამსახური იშოვოს და დამოუკიდებელი გახდეს. უკეთესი შანსის გამოჩენამდე ემი საიდუმლოდ ერთ პატარა მაღაზიაში იწყებს მუშაობას, რომელიც პორნოგრაფიულ ჟურნალებს ყიდის და ზრდასრულთა სამყარო ჰქვია. ამავდროულად, ემი წარმატებულ პოეტს გაიცნობს, რომლის ლექსებიც ძალიან მოსწონს, შემდეგ კი უშუალოდ პოეტის პიროვნებით იხიბლება და მის შეცდენას საკმაოდ წარუმატებლად ცდილობს. საბოლოოდ, მრავალი მარცხისა და იმედგაცრუების მიუხედავად, ემი სიყვარულსაც პოულობს და ცნობილი პოეტიც ხდება, რაც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ ყველაზე უკეთ სწორედ შენ იცი, რა შეგიძლია და შეგეფერება.
5. Post Grad — გადარჩენის სკოლა კურსდამთავრებულთათვის
რიდენი უნივერსიტეტს წარჩინებით ამთავრებს და თავისი განათლების შესაფერის სამსახურს ეძებს, თუმცა აუარება ინტერვიუსა და აპლიკაციის შევსების შემდეგ, სასოწარკვეთილების პიკს უახლოვდება. მის დროებით ხელმოცარულობას არც სკოლისა და უნივერსიტეტის "ამხანაგები" ეხმარებიან, რომლებიც განზრახ უმახვილებენ ყურადღებას, რომ წარუმატებელი და უმუშევარია, თანაც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. თუკი მსგავსი გამოცდილება შენც გაქვს ან ოდესმე გქონია, რიდენის ცხოვრება და მოგზაურობა საკუთარი თავისა და სიყვარულის პოვნამდე აუცილებლად გაგამხნევებს და უკეთ გაგრძნობინებს თავს.
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე ირაკლი კობახიძე: დევნილები საცხოვრისის მაგივრად ფულად კომპენსაციას მიიღებენ — ₾10 000-ს ოჯახის თითოეულ წევრზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა






კომენტარები