თეგეტა მოტორსი მომსახურების ქსელს აფართოებს — ქუთაისში ახალი ფილიალი გაიხსნა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსის ახალი ფილიალი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. მომსახურების ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ავტოსერვისზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს. ამ ობიექტის გახსნით თეგეტას ქუთაისში უკვე ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.
''ახალი ფილიალის გახსნა თეგეტა მოტორსის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გადავწყვიტეთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა მომხმარებელს მაღალი ხარისხი და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. თეგეტა მოტორსის ახალ ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები — ეს არის თეგეტას სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს'', — განაცხადა სანდრო ნერგაძემ, თეგეტა მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. თეგეტა მოტორსის ავტომომსახურების ახალ ობიექტში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
ახალი ფილიალის გახსნაზე კომპანია თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს უმასპინძლეს. ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა სერვისის სივრცე და შოურუმი დაათვალიერეს.
''თეგეტა მოტორსი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყოველთვის ხარისხთან და ეფექტიან მომსახურებასთან ასოცირდება. უკვე წლებია, რაც თეგეტა იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მოხარული ვარ, რომ ქსელი ფართოვდება და იმერეთის რეგიონს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა, რომელშიც 20-ამდე ადგილობრივი დასაქმდა'', — აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
''უკვე 20 წელია, რაც თეგეტა მოტორსი წარმატებულად ოპერირებს ქუთაისში და მაღალი სტანდარტის სერვისს აწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფილიალის გახსნით დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქუთაისის მცხოვრებლებისთვის. მჯერა, რომ ახალ სივრცეში ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს'', — განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა.
ფოტო: თეგეტა მოტორს
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 70-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ ჯავშნითაც ისარგებლებს.
ახალ ფილიალში მომხმარებელი სწრაფ სერვისებს მიიღებს. მათ შორის არის ძრავის ზეთისა და ფილტრების შეცვლა, საბურავების სერვისი, ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა, აკუმულატორების შეცვლა, კონდიცირების სისტემის დატუმბვა და სხვა.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასში შეიძენს ძრავის ზეთებს, ანტიფრიზებს, სამუხრუჭე ხუნდებს, აკუმულატორებს, მანქანის აქსესუარებსა და ავტომობილისათვის საჭირო სხვა პროდუქტებს.
თეგეტა მოტორსის ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30-ამდე იმუშავებს, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
გადახედვა
-
საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს" საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს"
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით
გადახედვა
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
"ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე "ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა
კომენტარები