მაცაცო გაბუნია

12 Feb. 2023, 14:21

ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს. ასე, რომ, სამომავლოდ, "პერფორმანსები" ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა.

ამის შესახებ ეროვნული გალერეის დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარ სანდრო სულაბერიძის პერფორმანსს გამოეხმაურა, რომლის გამოც მხატვარზე ქურდობის მუხლით გამოძიებაა დაწყებული. მისი თქმით, ხელოვანს "არავინ დაიჭერს თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ", რომელიც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  3. უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
  4. გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
  5. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ