უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში
7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა 61 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის გამარტივებას მხარი დაუჭირა, 17 ნოემბერს კი, საბოლოოდ, დაამტკიცა. ახალი მექანიზმი შეეხება 61 ქვეყანას, რომელიც შენგენის ზონაში მოკლე ვადით უვიზოდ მოგზაურობენ. ესენია — დასავლეთ ბალკანეთის ყველა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ასევე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
19 დეკემბერს, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.
"ევროკომისიამ არაერთხელ მოუწოდა ქართულ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, საქართველომ დაარღვია ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები. ამ უკუსვლის სისტემური და გამიზნული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღებას განიხილავს, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.
ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს შეჩერების ერთიან გამოყენებას ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, ვინაიდან დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი უვიზო რეჟიმი აღარ იქნება ხელმისაწვდომი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ვიზის მოთხოვნა ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. საბოლოოდ, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და გადაინაცვლოს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ", — წერია ანგარიშში.
უვიზო რეჟიმის თავდაპირველი შეჩერება 9 თვით ხდება და გახანგრძლივება — 18 თვით. ახალი მექანიზმით დროებითი შეჩერება 12 თვემდე გაიზარდა, ხოლო გახანგრძლივება — 24 თვემდე.
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
კომენტარები