როგორ გადარჩე მაშინ, თუ ბოლო ჭიქა, რომელიც არ უნდა დაგელია, მაინც დალიე
ფოტო: Freepik
შეგონება, რომ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგველია, უკან მიდევნებული ლამპარივით რომ არ იყოს, ცხოვრება ცოტათი უკეთესი ნამდვილად იქნებოდა. ნეტა, სმის დროს გვახსენდებოდეს ეგ და არა — მეორე დღეს, ატკივებული თავით და ცოტათი შერცხვენილები წინა საღამოს ისტორიებს რომ ვიხსენებთ.
რა თქმა უნდა, ყველაზე ჯანსაღი გადაწყვეტილება, ალკოჰოლის მიღებაზე საერთოდ უარის თქმაა — არც ღვიძლი დაიტანჯება და მეორე დღეს არც სინდისი ქენჯნა შეგვაწუხებს.
მაგრამ, რადგან პერიოდულად, განსატვირთად და განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, ალკოჰოლზე უარის თქმა მაინც გვიჭირს, ამ ბლოგში რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ.
ფოტო: Tenor
პირველ რიგში, ბრძოლაში მზად უნდა შევიდეთ!
1. ყველაზე დიდი შეცდომა მშიერი კუჭით სმაა
დალევამდე აუცილებლად წაიხემსე. ცილა და ჯანსაღი ცხიმი (მაგალითად, ავოკადო, კვერცხი ან თხილეული) კუჭში ერთგვარ ბარიერს ქმნის, რაც ალკოჰოლის სისხლში მყისიერ გადასვლას უშლის ხელს.
2. გახსოვდეს, რომ ჯადოსნური სითხე სინამდვილეში წყალია!
ალკოჰოლი ორგანიზმიდან სითხეს დევნის. იმისთვის, რომ დეჰიდრატაცია აირიდო თავიდან, დღის განმავლობაშიც და მერეც, ალკოჰოლით სავსე ჭიქებს შორის, აუცილებლად ბევრი წყალი სვი. ამით ძალიან დაეხმარები შენს ორგანიზმს.
3. ალკოჰოლის არევა მთავარი მტერია
ოქროს წესია, რომ მთელი საღამო ალკოჰოლის ერთ სახეობაზე შეაჩერო არჩევანი და ის სვა. თუმცა, თუ მაინც მოგიწია არევა, აუცილებლად გახსოვდეს, რომ არასდროს ჩამოხვიდე მაღალი გრადუსიდან დაბალზე. მაგალითად, არყის შემდეგ ღვინოს აღარ მიუბრუნდე, ამით ორგანიზმს დიდ გაურკვევლობაში აგდებ და მერე ძალების აღდგენაც ჭირს.
ფოტო: Tenor
ახლა კი იმ რჩევებზე გადავიდეთ, ბრძოლის ველზე დაცემის შემთხვევაში რომ დაგეხმარება
- სანამ დაიძინებ, ორი დიდი ჭიქა წყალი დალიე. ვიცი, რომ ერთადერთი, რაც გინდა, ლოგინამდე მიღწევაა, მაგრამ დამიჯერე, გამთენიას თავს მადლობას გადაუხდი;
- გაგიკვირდება, ალბათ, მაგრამ ნახშირწყალი ასეთ დროს შენი მეგობარია, ძილის წინ, სულ ცოტა პური შეჭამე ან ხაჭაპური — ალკოჰოლის ნარჩენებს შეიწოვს;
- მეორე დილით გაზგასულ მინერალურ წყალზე კი გეცოდინება, საუკეთესო დამხმარე რომ არის. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი მწიკვი მარილი და ცოტა თაფლი, როგორი მაამებელი რამეა — ორგანიზმს სითხის უკეთ შეწოვაში ეხმარება.
და ბოლოს, საკუთარი თავის დამუნათება ბოლო ჭიქისთვის, ცუდი სტრატეგიაა — სინდისის ქენჯნა კორტიზოლის დონეს ზრდის, რაც ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს, კიდევ მეტად ღლის.
ფოტო: Tenor
გახსოვდეს ეს რჩევები და ისიც, რომ დალევის პროცესი სასიამოვნო ურთიერთობების გამოა. ამიტომ, მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან საუბარს დაუთმე — გამოცლილ ჭიქაზე სასიამოვნო სწორედ ეს მოგონებებია, მეორე დღეს მკაფიოდ და ატკივებული თავის გარეშეც რომ გახსოვს.
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
კომენტარები