თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ფოტო: ANADOLU AGENCY VIA GETTY IMAGES
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
დეტალები: საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ.-ის გარდაცვალების შესახებ.
- საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
- საგარეოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
- საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280;
- გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400;
- გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226;
საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო უწყება და დიპლომატიური წარმომადგენლობები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.
- საქართველოდან თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაიგზავნა.
- საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებში სირია ნახსენები არ არის.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
კომენტარები