ფინანსთა სამინისტრომ ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
ინფორმაცია საფარმა გაავრცელა, რომელიც ხანუმ ჯეირანოვას შვილების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციომ ფინანსთა სამინისტროს საჩივარი არ დაუკმაყოფილა და 100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ძალაში დატოვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2014 წლის 16 სექტემბერს ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.
- ორგანიზაცია საფარის ცნობით, პოლიციამ და გამგებელმაც შეიტყო ამ ფაქტის შესახებ, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
- ჯეირანოვა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
- 2021 წელს კი ჯეირანოვას საქმეზე გაერომ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა და შვილებისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა.
დეტალები: საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია 2022 წლის ოქტომბერში დააკისრა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამინისტრომ
- როგორც საფარი აცხადებს, ფინანსთა სამინისტრომ "ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით" კომპენსაციის ოდენობის შემცირება მოითხოვა.
- "უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა", — წერს ორგანიზაცია.
- საფარის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაზარალებულების მიერ გადატანილი ტრავმებისა და ზიანის შესაბამისად განისაზღვრა.
- On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა — მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი მხოლოდ 8 წლისა და გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა.
- სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობის საქმეზე და მათ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- თუმცა ორგანიზაცია საფარი აღნიშნავს, რომ მათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალი მოუხსნეს, რასაც სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
- ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი კაცი, რომელსაც გამოძიება დამამცირებელი მოპყრობის გარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება — მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები