ვისგან, რამდენ და რომელ ტანკს მიიღებს უკრაინა
მოკავშირე სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად გამოაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინა აქტიურად ითხოვს თანამედროვე საბრძოლო შეიარაღებას ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
- უკრაინელი მებრძოლების ძალისხმევასთან ერთად, ომში მყოფი ქვეყნის წარმატებული კონტრშეტევა და გაჭიანურებული "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღზეც.
- 14 იანვრის ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ამისათვის საჭიროა იარაღი, რომელიც "პარტნიორების საწყობებშია".
- თუმცა უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე ქვეყანა გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს, რასაც კონფლიქტის ესკალაციის არიდებით ხსნის.
დეტალები: გუშინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეკვირიანი ყოყმანისა და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის.
- 14 Leopard 2A6 — საწყის ეტაპზე ასეთია გერმანიის შენატანი მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში.
- როგორც ცნობილია, ჯამში ევროპულმა ქვეყნებმა 88 ლეოპარდი უნდა გაგზავნონ, 2 სატანკო ბატალიონის შესაქმნელად.
- ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლეოპარდის ტანკები ყველაზე შესაფერისია უკრაინისთვის.
- ის დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად ითვლება, იწონის 60 ტონაზე მეტს, აქვს 120 მმ გლუვლულიანი იარაღი და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 5 კილომეტრამდე მანძილზე.
მოსალოდნელია, რომ უკრაინას ლეოპარდის ტანკებს პოლონეთი და ფინეთიც გადასცემენ.
- მათ ამისთვის მზაობა გერმანიაზე ადრე გამოთქვეს, თუმცა მწარმოებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდათ — ბერლინს აქვს ვეტოს უფლება მისი ტანკების ექსპორტის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
აშშ უკრაინაში M1 Abrams ტიპის 31 ტანკს გაგზავნის. ოფიციალურად ბაიდენმა ტანკების გადაცემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გერმანიამ Leopard-2-ის უკრაინისთვის მიწოდება დაადასტურა, თუმცა ინსაიდერებისგან ინფორმაცია მანამდე გავრცელდა.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა აგრძელებს ხელჩაკიდებულ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენსა და კონგრესს "ხელშესახები ძალისთვის" მადლობა გადაუხადა.
ბრიტანეთი უკრაინას ყველაზე ძლიერ ჯავშანტექნიკას, Challenger 2-ის 14 ტანკს გადასცემს.
- ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დასავლური ქვეყანა უკრაინას მსგავსი ტიპის დახმარებას გაუწევს.
საფრანგეთი უკრაინისთვის Leclerc ტანკების გადაცემას განიხილავს — ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თუმცა, მაკრონი სამ პირობას ასახელებს:
- ამგვარმა ნაბიჯმა არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია;
- ეს უნდა წარმოადგენდეს უკრაინისთვის წარმოადგენს რეალურ და ეფექტურ დახმარებას;
- ქმედებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის თავდაცვის პოტენციალი.
ესპანეთი უკრაინისთვის Leopard 2-ის 2 ტანკის გადაცემაზე მზაობას გამოთქვამს.
- თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმოქმედებს სხვა დასავლელ მოკავშირეებთან კოორდინირებულად, რათა უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.
კანადა განიხილავს ლეოპარდის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ ჯერ კიდევ აანალიზებენ ტანკების ზუსტ რაოდენობას, რომელთა გადატანა შეუძლიათ.
- ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კანადის საკუთრებაში Leopard 2-ის 112 ტანკია, უკრაინისთვის კი, მინიმუმ, 10-ის გადაცემა განიხილება.
სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას მიაწოდოს T-72 ტიპის ტანკები, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
- ამ საკითხზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
ნორვეგია გამოთქვამს მზაობას, უკრაინას გადასცეს Leopard-2-ის 8 ტანკი, თუმცა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
დანიამ განაცხადა, რომ, შესაძლოა, უკრაინაში გაგზავნოს 20 შვეიცარიული წარმოების Piranha ტანკი, მას შემდეგ რაც ბერნის მთავრობა დასთანხმდება მათ რეექსპორტზე.
პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ნიდერლანდებმა 2022 წლის თებერვლის ბოლოდან უკრაინას უკვე გადასცეს, მინიმუმ, 450 მოდერნიზებული საბჭოთა დიზაინის ტანკი, ძირითადად, T-72-ები.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები