თიბისისა და EBRD-ს შორის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი
ფოტო: თიბისი
თიბისი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას.
ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბოუმენმა და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მეგრელიშვილმა არსებული 58 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის დაფინანსების კონტრაქტის განახლებულ ვერსიას მოაწერეს ხელი.
რეგიონში პირველად, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ფაქტორინგის ლიმიტს ადგილობრივ ვალუტაში, რაც თიბისის საშუალებას აძლევს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ტრანზაქციების დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ადგილობრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, თბილისში და პირადად ვაფორმებ ამ ხელშეკრულებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტთან, თიბისი ბანკთან. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოებას საქართველოში", — ამბობს EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენი.
"მოხარული ვარ, რომ თიბისისა და EBRD-ს შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას გვაძლევს გავიმყაროთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით წამყვანი პოზიციები და განვაგრძოთ იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობებში ჩართული ბიზნესების ხელშეწყობა. მინდა, მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს მომავალში კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება", — აცხადებს გიორგი მეგრელიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
TFP მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას EBRD-ის დაფარვის რეგიონებში. პროგრამა გვთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს ვაჭრობის გასაადვილებლად, მათ შორის, გარანტიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფულად ავანსებს რაც ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს იმპორტისა და ექსპორტის ვაჭრობის გაზრდაში.
EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).
-
ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
გადახედვა
-
საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს" საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს"
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით
გადახედვა
-
ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები?
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება
გადახედვა
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
"ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე "ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა
კომენტარები