ლევან ბერძენიშვილი

16 Jan. 2023, 01:23

იმის მიხედვით, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, მართალი გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ტექსტი მისცეს, მაგრამ კარგად ვერ შეისწავლეს ეს ტექსტი. იმიტომ, რომ რაღაც წინადადებები ბოლომდე ვერ მიჰყავდათ, თუმცა მაინც ჩამოყალიბდა 4 საკითხი:

  • პირველი ის იყო, რომ მე საერთოდ კახეთში არ უნდა ჩავიდე;
  • მეორე ის იყო, რომ მე ერეკლე მეფეზე არ უნდა მესაუბრა, ამას უკვე არაფერი არ ეშველება, მომავალში რას ვიზამ უმნიშვნელოა, მათ თქვეს, რომ ეს წასული ამბავია და ამან გამორიცხა შენი აქ ჩამოსვლა.
  • მესამე იყო, რომ პატრიარქს იცავდნენ ჩემგან — არ ვიცი, რა ეპიზოდი იყო და რას გულისხმობდნენ;
  • მეოთხე იყო, რომ ლგბტ თემი ძალიან არ მოსწონს მაგათ და მე თურმე მომწონს და ეს უნდა რაღაცნაირად...

 [...] პოლიციას რომ ჰქონოდა სურვილი, პოლიციელები რომ კარგად ყოფილიყვნენ, ისინი იმდენი არ იყვნენ, რომ მე ვერ გავეტარებინე და ვერ მოვმხდარიყავი იქ, მაგრამ პოლიცია საერთოდ წყნარად იყო, ჩემთან არ მოსულან და არ უთქვამთ: ხომ არ წახვალთ, ან ხომ არ მოხვალთ, არაფერი. ისინი იქ იყვნენ, როგორც სტატისტები, ორივე იყო ხელისუფლების მოგზავნილი.

ლევან ბერძენიშვილს დღეს ყვარელში რამდენიმე პირი დახვდა, რომლებმაც ევრო-ატლანტიკური ცენტრის შესასვლელი გადაკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატად შემრაცხავს" კახეთში არ ელოდნენ. როგორც ბერძენიშვილი ფორმულასთან ამბობს, ალტ-ინფოს ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ეს პირები პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრები იყვნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  3. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დიპლომატიის აკადემიის რექტორად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

დიპლომატიის აკადემიის რექტორად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი…