როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ინვესტირების დაწყებამდე?
ფოტო: freepik.com/pch.vector
ინვესტირების დაწყებამდე ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი ინფორმაციის მოძიებაა. მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს უნდა დასვა, შემდეგია — სად შეიძლება თანხის ისე დაბანდება, რომ მაქსიმალური მოგება მივიღო? საინვესტიციო სამყაროში ინფორმაციის მოძიება ცალკე ხელოვნებაა, პროცესის დაწყებამდე კი რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
1. განსაზღვრე საფონდო ბირჟის დინამიკა
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ბაზარი აღმავალ ტრენდშია თუ დაღმავალში. სხვაგვარად, ამ ორ ტრენდს Bear Market და Bull Market-ს უწოდებენ.
Bears and Bulls, იგივე დათვები და ხარები, საფონდო ბირჟის ჟარგონული ტერმინებია. როდესაც ინდექსები მცირდება, პროცესს Bear Market-ს უწოდებენ, ხოლო მაშინ, როცა აქციების ფასები იმატებს — Bull Market-ს. სიმბოლურად, დათვი ტორავს და ამცირებს ინდექსებს, ხარი კი პირიქით — რქებით ზემოთ აგდებს.
შემდეგი ნაბიჯი კონკრეტულ ინდუსტრიებში ბაზრის დინამიკის განსაზღვრას გულისხმობს. ხშირად ხდება ისე, რომ მთლიანად ბირჟაზე დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, რომელიმე კონკრეტული ინდუსტრია წარმატებით ფუნქციონირებს და კომპანიის აქციის ფასები მზარდია.
2. მოიძიე სანდო საინვესტიციო წყაროები
ხშირად შეხვდები ჯგუფებს სოციალურ ქსელებში, რომლებიც გთავაზობენ "უტყუარ" ინფორმაციას ინვესტირების შესახებ. თუმცა, არ შეცდე! "ყველაზე" სანდო ინფორმაცია სპეციალურად ბირჟების მიერ შექმნილი, რამდენიმე ათეული წლის ისტორიის მქონე, ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემებია, სადაც გამოცდილი ანალიტიკოსები ყოველდღიურად აფასებენ საფონდო ბირჟებს, ინდუსტრიებს, სექტორებს და ცალკეულ კომპანიებსაც კი. მიუხედავად ანალიზისა, საინვესტიციო რჩევებს ისინიც ვერ მოგცემენ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო.
გამოიწერე საქართველოს ბანკის ინვესტიციების გვერდი ფეისბუქზე და გაეცანი განახლებად ინფორმაციას აქციებით ვაჭრობის შესახებ.
3. აიღე მაგალითი გამოცდილი ინვესტორებისგან
ვინაიდან მაღალშემოსავლიანი ინვესტორებისა და ბიზნესმენების ქონების დეკლარაცია საჯაროა, ხოლო საფონდო ბირჟაზე ინვესტირება და კომპანიების აქციების ფლობა მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ბოლო დროს ხშირად გვხვდება პლატფორმები, სადაც ამ ადამიანების პორტფელების განაწილებას ნახავ. თუმცა, ინფორმაციის მიღების ეს მეთოდი გარკვეულ რისკსაც შეიცავს — გამოცდილ ინვესტორებს დაზღვეული აქვთ ზარალი და "თავს უფლებას აძლევენ", გარკვეული დანაკარგი "აიტანონ". დამატებით, მათ პორტფელებს გამოცდილი ანალიტიკოსები მართავენ და არა უშუალოდ ინვესტორები.
4. გამოცდილება და ისევ გამოცდილება
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გამოცდილი ინვესტორი ხარ, შენზე გამოცდილი ყოველთვის იარსებებს და მისი სტრატეგია შეიძლება შენთვისაც მომგებიანი იყოს. ინვესტორებთან ერთად, კიდევ უფრო სისტემური მიდგომა აქვთ საინვესტიციო კომპანიებს, განსაკუთრებით ჰეჯ ფონდებს.
ჰეჯ ფონდი ფინანსურ ორგანოებში დაურეგისტრირებელი საინვესტიციო ფონდია, რომელიც მოგების გასაზრდელად ფინანსური ინსტრუმენტების ფართო მეთოდებს იყენებს და ინვესტირებას ახდენს ყველა ტიპის საფინანსო ბაზრებზე.
თუ ჰეჯ ფონდების აქტივობას თვალს მიადევნებ, შესაძლებელი იქნება გარკვეული სტრატეგიაც შეიმუშაო — სად და რატომ იქნება მომგებიანი ინვესტირება, რა დინამიკაა ბაზარზე და სხვა მსგავს შეკითხვებს პასუხიც გარკვეულწილად გაეცემა.
როგორ უნდა ნახო, სად აბანდებს ფულს ჰეჯ ფონდი? ყველა დიდი კომპანიის მსგავსად, ჰეჯ ჰონდებიც აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშებს, პორტფოლიოს და სხვა ფინანსურ დოკუმენტებს. სწორედ მათ უნდა ადევნო თვალი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები