CES 2023 — ინოვაციური ტექნოლოგია ჰაერს სასმელ წყლად გარდაქმნის
გასულ კვირას ლას-ვეგასში, CES 2023-ზე (Consumer's Electronic Show) ამერიკულმა სტარტაპმა Kara Water, წარადგინა დისპენსერი, რომელიც მაღალი ხარისხის სასმელ წყალს სახლის პირობებში ჰაერისგან წარმოქმნის. წყლის ატმოსფერული გენერატორი (AWG) სუფთა, ანტიბაქტერიულ, იონიზებულ, მინერალებით მდიდარ წყალს სრულად ირგვლივ არსებული ჰაერიდან ქმნის.
ტექნოლოგიამ CES 2023-ზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში საპატიო ჯილდო დაიმსახურა. Kara Pure მეტია, ვიდრე უბრალო დისპენსერი. ის აერთიანებს ჰაერის გამწმენდს, ტენიანობის შემამცირებელს, წყლის ფილტრსა და დისპენსერს ერთ უჟანგავ მოწყობილობაში, რომელიც სუფთა სასმელი წყლის მუდმივი წყაროა.
წყლის წარმოქმნის რევოლუციური პროცესი
წყალი ძალიან მშრალ გარემოშიც არსებობს, თუმცა გამოსაყენებლად ოპტიმალური კონდიციების შექმნაა აუცილებელი. ამ ტექნოლოგიების განვითარებას წლებია ცდილობენ, თუმცა აქამდე ეს საკმაოდ ძვირ პროცედურებთან იყო დაკავშირებული.
Kara Pure ჰაერში არსებულ ტენიანობას მძლავრი გამომშრობის საშუალებით იჭერს. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში არსებული წყალი ხმელეთში არსებულზე სუფთაა, გაწმენდასა და სტერილიზაციას მაინც საჭიროებს. მოწყობილობის ფილტრაციის მრავალ ეტაპში შედის წყლის გათბობა, ნახშირბადის ფილტრაცია, სტერილიზაცია და ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების განეიტრალება.
"ჩვენი მიწისქვეშა წყლები დაბინძურებულია და აუცილებელია, ვიპოვოთ ახალი გზა მსოფლიოში სუფთა სასმელი წყლის მისაწოდებლად", — განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კორი სუდენმა, რომელიც გაიზარად ქალაქში, სადაც დაბინძურების გამო სასმელი წყლის შეძენა მაღაზიაში, ბოთლებით უხდებოდათ
Kara Pure უნიკალური მოწყობილობაა, რომელიც მიწისქვეშა წყალზე დამოკიდებულებასა და პლასტმასის ნარჩენების გამოყოფას საგრძნობლად შეამცირებს, რადგან ყოველთვიურად 300 ლიტრი წყლის წარმოება შეუძლია.
ტექნოლოგია გამომუშავებულ წყალს ყოველ 4 საათში ხელახალ სტერილიზაციას უტარებს, რათა დაბინძურება თავიდან აირიდოს. გარდა ამისა, მოწყობილობა ჰაერში ზედმეტ ტენიანობას ამცირებს, თუმცა ამასაც ყურადღებით ეპყრობა, რომ ზედმეტი გამოშრობა არ გამოიწვიოს.
Kara Water-მა ის, რასაც აქამდე მხოლოდ ლაბორატორიულ ცდებში ვხედავდით, საყოფაცხოვრებო ნივთად, ხელშესახებ რეალობად აქცია და გაგვიჩინა ახალი იმედი, რომ სამომავლოდ წყლის დეფიციტის არ შეგვეშინდება.
კომენტარები