ALDE საქართველოს ხელისუფლებას, მუხტარლის საქმეზე, გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
საქართველოს ლიბერალურმა პარტიებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ALDE) საბჭოს სხდომაზე ღრმა შეშფოთება გამოხატეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების ფაქტთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვეს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება.
რესპუბლიკური პარტიის ცნობით, თამარ კეკენაძისა და ხათუნა სამნიძის ერთობლივ განცხადებას უპასუხა ALDE-ს პრეზიდენტმა და ევროპარლამენტარმა ჰანს ვან ბაალენმა:
“ევროპელი ლიბერალები მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიებას. აგრეთვე, ახსნა-განმარტებას აღნიშნულ გატაცების ფაქტთან დაკავშირებით. მხარდაჭერას ვუცხადებთ ლიბერალებს აზერბაიჯანში და ევროკავშირისგან ვითხოვთ მოახდინონ შესაბამისი ზეწოლა აზერბაიჯანის რეჟიმზე, რათა აფგან მუხთარლი და სხვა პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ განთავსუფლდნენ საპატიმროებიდან.
ALDE სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის წევრ პარტიას აზერბაიჯანში - „მუსავათს“ და მის ლიდერს არიფ ჰაიჯილის, რომელსაც ურთულეს პირობებში უწევს მოღვაწეობა და შეუპოვრად იბრძვის მკაცრი ავტორიტარული რეჟმის წინააღმდეგ, რათა დაიცვას ლიბერალური ღირებულებები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიული რეჟმის პირობებში".
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ცნობით, 3 ივნისს ლიუბლიანაში გაიმართა ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ALDE) საბჭოს სხდომა. ლიბერალებმა უმკაცრესად დაგმეს დამოუკიდებელი ჟურნალისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების ფაქტი.
29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. თავად მუხტარლის თქმით კი ის თბილისიდან გაიტაცეს. დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუხტარლის მხარდასაჭერ აქციებს მართავენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები