ქარტიამ დაადგინა, რომ მარიკა ბაკურაძემ ჟურნალისტური ეთიკის 2 პრინციპი დაარღვია
ფოტო: სქრინი ვიდეოდან
ქარტიის ინფორმაციით, საბჭოს ორმა განმცხადებელმა მიმართა. ისინი ერთ-ერთი არიან მათ შორის, ვისაც TV იმედის წამყვანმა კრიტიკული კომენტარების შემდეგ დაურეკა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სიუჟეტი, სადაც იმედის ჟურნალისტი კრიტიკული კომენტარის ავტორებს ურეკავს და "პასუხს სთხოვს", ეთერში 28 ნოემბერს გავიდა.
- უცნობია, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა იმ ადამიანების ნომრები, რომლებიც მის სიუჟეტს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ.
- რესპონდენტს, რომელიც დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბაკურაძეს მისი ნომერი და "რა უფლებით" ურეკავდა, ჟურნალისტმა უპასუხა: "თქვენც მოიპოვეთ უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ".
- მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ამ "ექსპერიმენტის" გამო გააკრიტიკეს და ადამიანების პირადი ინფორმაციის, მათი სატელეფონო ნომრების, უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს, ბაკურაძე მომხდარს ფეისბუკზე გამოეხმაურა და თქვა, რომ "პირადი კონტაქტების მოპოვება ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია".
განმცხადებლების თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული, რომ საუბარი იწერებოდა და კომენტარს ჟურნალისტურ მასალაში გამოიყენებდნენ.
- ასევე, მიიჩნევენ, რომ გაუგებარი იყო, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მათი ტელეფონის ნომრები.
- ქარტია ერთ-ერთ განმცხადებელზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოჭრილად გამოიყენა.
ბაკურაძემ წერილობით მიუთითა, რომ სატელეფონო ნომრები ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში, პირადი კონტაქტები გამოყენებით მოიპოვა.
- მისი თქმით, რესპონდენტები არ მოუტყუებია და არაკეთილსინდისიერად არ მოქცეულა.
- "სატელეფონო საუბრის დროს მე ვთქვი, რომ ამ თემაზე ვმუშაობდი — რატომ აყენებენ ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში. ეს იყო ჩემი კვლევის საგანი";
- "კონკრეტულად ჩანაწერის შესახებ ბრალდებას რაც შეეხება, ეს განპირობებული იყო ჩემი გეგმიდან, რომელიც იმთავითვე ვიცოდი — არც ერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში", — ამბობს ბაკურაძე საპასუხო წერილში.
- საბჭოს განცხადებით, ბაკურაძემ აღნიშნა ისიც, რომ ის რესპონდენტებს დაუკავშირდა, გაუმხილა, რომ ჟურნალისტი იყო და ვინაობა დაასახელა, თუმცა არ განუმარტავს, რომ საუბარი იწერებოდა და გადაცემაში გამოიყენებდნენ.
ქარტია აღნიშნავს, რომ როცა რესპონდენტი საუბრის ჟურნალისტურ პროდუქტში გამოყენებაზე ინფორმირებული არაა, ეს შესაძლოა, ფარულ აუდიოჩანაწერად შეფასდეს.
- აქვე მიუთითებს, რომ ფარული აუდიოჩაწერა უკიდურესი ზომაა და შესაძლოა გამოიყენონ მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ჟურნალისტური პროდუქტისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებასა და აუდიტორიისთვის მიწოდებას ვერ ახერხებს.
- "საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევაში არ იყო იმის საჭიროება, რომ რესპონდენტები არ გაეფრთხილებინათ ჩაწერაზე, რადგან შესაძლოა, ისინი თანახმანი ყოფილიყვნენ, რომ ჟურნალისტისთვის სატელევიზიო კომენტარი მიეცათ".
- მათივე თქმით, გადაცემაში რესპონდენტების ამოცნობა შესაძლებელი იყო.
- ასევე, აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობებში შესაძლებელია მაყურებელს თავად მოეძებნა სიუჟეტი და კომენტარების ავტორთა იდენტიფიცირება მოეხდინა.
დეტალები: ქარტიის განცხადებით, დარღვეულია მე-4 პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
- ასევე, მათივე თქმით, ბაკურაძემ დაარღვია მე-10 პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას, ასევე, არ შეიჭრას მის პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
- განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტმა მათი იდენტიფიცირება მოახდინა, ახლობლებმა და მეგობრებმა კი მათი ამოცნობა შეძლეს, რაც, არაეთიკურია.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები