ინგა - ახალი ქართული ფილმი, რომელიც 18 წლის გოგოს შემზარავ ისტორიას მოგვითხრობს
მაისში ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის დახურულ ჩვენებაზე დამპატიჟეს. სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მქონია, თუმცა ყველაზე ბედნიერი ვარ როცა შემიძლია ვთქვა, რომ შევცდი.
ფილმი ახალი ამბით იწყება - მზე ქრება. რაც იმას ნიშანვს, რომ ადამიანებს სინათლესთან გამოსამშვიდობებლად უკანასკნელი რვა წუთი რჩებათ.
პირველივე კადრიდან, დასრულებამდე და მას შემდეგაც, მქონდა განცდა, რომ ვუყურებდი ფილმს, რომლის მსგავსიც აქამდე არ მინახავს და რაც მთავარია, მსგავსი სცენარი ქართულ კინოში ჯერ არ შემხვედრია.
მიხარია იმის თქმა, რომ 8 წუთის შემქმნელები ახალ, თანაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მუშაობენ.
ინგას რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი იქნებიან, სცენარზე მარი ბექაურმა და ზაზა კოშკაძემ იმუშავეს, პროდიუსერები კი გეგა ხმალაძე, ციაკო აბესაძე და მაგდა დათუაშვილი არიან.
ვინ არის ინგა?
გარემო ინგას წინააღმდეგაა. მას გამუდმებით ჩაგრავენ და არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. ინგაც ცდილობს, დამორჩილდეს. ყველაფერი ჩუმად და მოთმინებით აიტანოს. თუმცა ინგასთვის დგება მომენტი, როცა აცნობიერებს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ბრძოლას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ კანში, ქართული კინოს პავილიონში, სადაც უცხოელი პროდიუსერები ეროვნულ კინემატოგრაფს ეცნობოდნენ, ინგამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
ინტერესი საქართველოშიც დიდია, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს მწერალ მარიამ ბექაურთან, რომელიც ინგას სცენარისტია.
მარი, როგორ გაჩნდა ინგა თქვენს ცხოვრებაში და რატომ გადაწყვიტეთ მისი კინოპერსონაჟად გადაქცევა?
ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ ინგასნაირი გოგოები, რომლებსაც არანაირი უფლება არ გააჩნიათ. ამიტომ, ბიძგი რეალობამ მოგვცა. ვინაიდან კინო დღედღეობით საზოგადოების სტერეოტპებთან ბრძოლის საუკეთესო გზაა.
ამბავი ნამდვილად ტრაგიკული და შემზარავია. სწორედ ამიტომ მინდა გკითხო, მისი სცენარად ქცევა, ხომ არ იყო ერთგვარი ფემინისტური მანიფესტი?
რასაკვირველია, ინგა ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, თუმცა ამავდროულად, ეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, როგორიცაა ბავშვთა სახლებში არსებული მძიმე მდგომარეობა, შშმ პირების დისკრიმინაცია, საზოგადოების, როგორც სისტემის, დახურულობა. ამიტომ ინგა სოციალური კინოა, ბევრი პრობლემით, რომელთა დაძლევასაც ვცდილობთ.
როგორც თქვი, ფილმი ბავშვთა სახლების, ქალებზე ძალადობისა და შშმ პირების პრობლემებს ეხება. ამდენი თემის გაშლა ერთ ფილმში ხომ არ დაუკარგავს მას მთავარ აქცენტებს?
რასაკვირველია, ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ და ღამეები ვათენეთ სცენარის დაგეგმვაში, რომ ყველა მოვლენას თავისი მიზეზი და თავისი შედეგი ჰქონოდა. ამიტომ, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ფილმში არცერთი თემა და მით უმეტეს - მთავარი, არ იკარგება.
თქვენი აზრით, როგორ მიიღებს ამ ფილმს მაყურებელი?
მე წინასწარ მაყურებლის რეაქციას ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ მჯერა, რომ რადგან ჩვენში გაჩნდა ინგა პროტესტით სახით, ის სხვებშიც არსებობს და დღეს ბევრი ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის.
რა გამოარჩევს ინგას სხვა მსგავსი ტიპის ფილმებისგან?
ინგას სცენარი დახურული სისტემის მოდელზეა აგებული. ოჯახი, სადაც ინგა საცხოვრებლად გადადის, ოჯახის უფროსის - მურთაზის მიერ შემუშავებული წესებით იმართება. ოჯახის ყველა წევრი გარკვეულ როლს თამაშობს, რომელიც ჩაკეტილი სისტემის წევრებს ახასიათებთ: აქ არიან კონფორმისტები, რიტუალისტები, რეტრიტისტები და რასაკვირველია, მეამბოხე - ინგა, რომელიც თავისი ქმედებით ოჯახს უპირისპირდება. ეს კი სისტემაში წონასწორობის რღვევას იწვევს და სისტემა ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგება. ამ ერთი ოჯახის მაგალითზე კარგად ჩანს ნორმის ქმედითობის მექანიზმები და დახურული სისტემის მანკიერებები. ყველა მთავარი პერსონაჟი თავიანთი ღირებულებებით და მათი შესრულების წესით ზუსტად მიჰყვება იმ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ჯგუფში, ნებისმიერ საზოგადოებაში ვითარდება.
ვინ ასრულებს მთავარ როლს ფილმში და როდის იხილავს მას მაყურებელი?
ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია და ზურა გაბუნია შეასრულებენ. რაც შეეხება ფილმის გამოსვლას, გადაღებებს სავარაუდოდ მომავალი წლის სექტემბერში დავიწყებთ. გადასაღებად საჭირო თანხის ნაწილი გვაქვს და იმედია, მანამდე დანარჩენის მოძიებასაც შევძლებთ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები