კორუფციული სქემა, ირაკლი რუხაძის კომპანია და კავშირები რომან აბრამოვიჩთან — Byline Times-ის ჟურნალისტური გამოძიება
"მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა" — Byline Times-ი ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის რუსეთთან კავშირებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც ფორმულა აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა ქარიმოვა ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სახელწოდებით The Office და რუსეთის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან – Mobile Telesystems (MTS) ასობით მილიონი დოლარის ქრთამს იღებდა უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ. MTS-ის ერთ-ერთი ინვესტორი კი Hunnewell Partners-ია, რომელსაც ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს.
გამოძიების თანახმად, ამ ფაქტმა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომ ინვესტორებმა MTS-ს უჩივლეს. მათ შორის იყო ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners, რომელიც ლონდონში, კენსინგტონისა და ჩელსის რაიონში მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, Hunnewell-მა აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ სკანდალის გამო დიდი ზარალი განიცადა.
Byline Times-ის გამოძიების მიხედვით, Hunnewell Partners ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მაღალჩინოსან მოკავშირეს, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემით სარგებლობაში დაეხმარა. ერძოდ, Byline Times-მა გამოჟონილ კორპორაციულ დოკუმენტებზე, საჯარო ჩანაწერებსა და სასამართლო განხილვებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ლონდონური ფირმა, როგორც ჩანს, სინამდვილეში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, რომან აბრამოვიჩის სახელით მოქმედებდა.
დიდი ბრიტანეთის სასამართლოს დადგენილების მიხედვით, Hunnewell Partners-მა პირდაპირი ფინანსური სარგებელი მიიღო რომან აბრამოვიჩის კომპანიებისგან და წერს, რომ ეს აჩენს ეჭვებს, რომ ეს კავშირები შესაძლოა გავლენას საქართველოშიც ახდენდნენ.
გამოძიება იმაზეც მიუთითებს, რომ Hunnewell Partners-ის მმართველი გუნდი, რომელსაც ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს, გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებსა და მედიასივრცის გაკონტროლებაში და აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძინა ტელეკომპანია იმედი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული იარაღია.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ტვ იმედის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხი განიხილება.
ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბლერ მაკდუგალმა დააყენა საკითხი, რომ ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს კომპანია Hunnewell Partners-ის იმ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოძიება, რაც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებასთანაა დაკავშირებული.
ბლერ მაკდუგალის თქმით, საქართველოში "მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა ხდება", ტელეკომპანია იმედი კი, "ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდის იარაღია და მუშაობს და იმართება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით".
მეტი ირაკლი რუხაძის შესახებ:
- ირაკლი რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო, მას $170 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
- ნიდერლანდების პარლამენტში "ტვ იმედის" მშობელი კომპანიის საქმიანობას განიხილავენ — სადეპუტატო კითხვები 13 მარტს დარეგისტრირდა
- ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ "რადიო თავისუფლების" საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს
- ბოროტების მანქანის რგოლი: ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომლები "ქართული ოცნების" პიარ-მანქანის მუშაობაზე
- ირაკლი რუხაძე: [ეკონომიკა] არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად
- ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, "რიჟა", სხვა ბიზნესმენები — ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს
- ირაკლი რუხაძე: შესაძლებელია, უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”
- ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, [ეს] არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან ყველა ვეთანხმებით
- დიდი ბრიტანეთის პარლამენტში "ტვ იმედის" წინააღმდეგ გამოძიების დაწყება განიხილება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
კომენტარები