ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რა მოხდა: ტაილანდის ყურეში სამხედრო ხომალდი 18 დეკემბერს, გვიან ღამით ჩაიძირა.

  • არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ძლიერმა შტორმმა გამოიწვია; მეზღვაურების თქმით, ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა.
  • ხომალდზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა 75 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

დეტალები: ტაილანდის საზღვაო ფლოტის განცხადებით, 31 მეზღვაური ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

  • "12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას", — ამის შესახებ BBC-ს საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განუცხადა.
  • საერთაშორისო მედიის ცნობით, სამძებრო ეკიპაჟები გადარჩენილების მოსაძებნად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ოპერაცია საჰაერო ძალების დახმარებით გრძელდება.
  • კატასტროფის მიზეზებზე ტაილანდში გამოძიება დაიწყო.