გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2022-ის ფინალისტები გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის ნომინაციაში
ფოტო: თიბისი
ბიზნესის წარმატებისთვის მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი და ეფექტური სარეკლამო კამპანია საკმარისი აღარაა — ხშირად გადამწყვეტ როლს მომხმარებელთან ურთიერთობა და მათთვის გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა თამაშობს. ამაში გასაკვირი არაფერია — ყველას იქ უფრო მიგვიწევს გული, სადაც ვიცით, რომ თბილად და ხელგაშლილები დაგვხვდებიან.
სწორედ ამიტომ რიგით მეშვიდე ბიზნესდაჯილდოებაზე თიბისიმ ახალი ნომინაცია წარადგინა, რომელშიც ბიზნესი გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის დაჯილდოვდება.
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის ნომინაციაში წელს 3 ფინალისტია წარდგენილი. ამ სტატიაში კი მათ ისტორიებს, ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს გაგაცნობთ:
Veli.store
ფოტო: თიბისი
საყიდლებზე სიარული ბევრისთვის დისკომფორტთან და დაღლილობასთან ასოცირდება, შესაბამისად ბაზარზე veli.store-ის გამოჩენას საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. veli.store საქართველოში შექმნილი ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებისთვის დროის დაზოგვით საყიდლების რუტინას ცვლის და ახალ კულტურას აყალიბებს.
"ახალი პლატფორმის შექმნის იდეა, პირველ რიგში, განაპირობა ჩვენმა 'ტკივილმა', რომელსაც ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენის დროს, მომხმარებლის ამპლუაში ყოფნისას განვიცდიდით. უფრო ზუსტად, იმ არასრულყოფილმა გამოცდილებამ, რომელსაც საქართველოში e-commerce-ით სარგებლობისას ვხვდებით", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი მარიამ ცანავა.
ციფრული პლატფორმა ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და სამომხმარებლო გამოცდილების დიზაინის პრინციპებს ეყრდნობა. ველიზე ნივთების შერჩევა 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და ა.შ. კატეგორიები და პროდუქცია პლატფორმას ყოველდღიურად ემატება. ნაცნობ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებს ველიზე ექსკლუზიურად წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობაც აქვთ.
"გვიხარია მომხმარებლების მუდმივი დადებითი უკუკავშირი, რომელიც ძალიან ბევრგან შეგხვდებათ სოციალურ ქსელებში", — ამბობს მარიამი და განმარტავს, რომ ველი მომხმარებელთა საჭიროებებზე სრულად ფოკუსირებული კომპანიაა. ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებასა და კომფორტული სერვისის შექმნაზე.
მარიამის თქმით, ბიზნესდაჯილდოება ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია და ველისთვის, როგორც სტარტაპისთვის, მასში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა:
"ეს კონკურსი გვეხმარება, კიდევ ერთხელ დავინახოთ ჩვენი ყოველდღიური დროისა და ძალისხმევის შედეგი, რომელსაც მომხმარებელი მუდმივად აღნიშნავს. ველიში ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და ამ კონკურსში გამარჯვებაც ძალიან სასიამოვნო იქნება. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ნომინაციაში გამარჯვება კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ჩვენს მისიას ვასრულებთ", — აღნიშნავს მარიამი.
პაცცა
ფოტო: თიბისი
როცა ქალაქში საუკეთესო პიცაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი პაცცა გვახსენდება. თუმცა სანამ პაცცა გურმანების ერთ-ერთ რჩეულ ადგილად იქცეოდა, მისმა დამაარსებლებმა დიდი გზა გაიარეს.
პაცცას დამაარსებლებმა — არჩილ ზამბახიძემ და ქეთი პაპავამ — კულინარიული საქმიანობა 2014 წელს ვიდეობლოგების ჩაწერით დაიწყეს. ბლოგების წარმატებას რეცეპტების ორი წიგნის გამოშვება მოყვა, რომლებმაც საზოგადოებაში განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა. შეგროვებული ფულით ვაკეში პატარა ფართი იქირავეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ხელნაკეთი პასტის დამზადება ჰქონდათ გადაწყვეტილი, გეგმა მალევე შეეცვალათ, რადგან ნაქირავებ ფართში ჩაშენებული ღუმელი აღმოაჩინეს.
ასე გამოჩნდა ქალაქში "დამწვარი პიცა". ნაპოლიტანური ტრადიციით მომზადებულმა პიცამ მომხმარებლების სიყვარული მალევე დაიმსახურა. მალე პაცცას სახელი პიცის ყველა მოყვარულმა დაიმახსოვრა, თუმცა წარმატებასთან გამკლავება და ახალ გამოწვევებთან ადაპტირება კომპანიისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში ბიზნესის გაფართოების აუცილებლობაც დააყენა:
"მივხვდით, რომ ბიზნესს როცა იწყებ, მარტო კრახისთვის კი არ უნდა იყო მზად, არამედ იგივე მზადყოფნა უნდა გქონდეს წარმატებისთვის, რადგან ამასთან გამკლავებაც საკმაოდ რთულია", — ამბობს არჩილი.
გემრიელი პიცის გარდა პაცცამ მომხმარებელთა სიყვარული უშუალო დამოკიდებულებითაც დაიმსახურა. არჩილის თქმით, მათი მეგობრული დამოკიდებულება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ამ უშუალობასა და გულწრფელობას მომხმარებელი ძალიან აფასებდა. სწორედ ამ ურთიერთობის დამსახურებით აღმოჩნდა პაცა ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი ფინალისტი:
"ფინალისტობა უზარმაზარ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვერ გეტყვით, რომ გამარჯვება მეორეხარისხოვანია, მაგრამ ფინალისტობა უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც სწორად გააკეთე. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".
მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა ბიზნესდაჯილდოებაზე, პაცცამ ზუსტად იცის, რომ განვითარება არასდროს უნდა შეწყვიტოს. ამასთან ერთად, არც ის ავიწყდებათ, რომ გულწრფელობა და მომხმარებელთან მეგობრობა არ უნდა შეიცვალოს:
"ჩვენ ყოველდღე რაღაცას ვცვლით, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობთ, ისევე როგორც ყველა. ბუნებრივია, ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად ვართ. თუმცა ზუსტად ვიცით, რა არ უნდა შევცვალოთ — ის, რაც ჩვენში ხალხს უყვარს: კარგი პროდუქტი და გულწრფელი დამოკიდებულება მომხმარებელთან".
სასტუმრო "ეპიზოდი"
ფოტო: თიბისი
სასტუმრო "ეპიზოდის" შექმნის იდეა პანდემიამდე, 2018 წელს გაჩნდა. პანდემიის პერიოდში სამშენებლო პროცესი არ შეჩერებულა და მოგვიანებით გაიხსნა სივრცე, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ კომფორტულად იმუშაონ და მწვანე გარემოთი ისიამოვნონ.
"როგორც იცით, ქვეყანაში და რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია არ არის ტექ-მეგობრული. სასტუმრო "ეპიზოდის" მთავარი მისიაა ინდუსტრიაში სიახლისა და ტექნოლოგიის შემოტანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შევუქმნათ", — ამბობს სასტუმრო "ეპიზოდის" წარმომადგენელი მარიშა გოგოლაური.
"ეპიზოდისთვის" მთავარი მომხმარებელი, მისი დრო და სურვილებია. მარიშას თქმით, სასტუმრო ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის აზრსა და უკუკავშირს, შემდეგ კი საჭირო ცვლილებებს მყისიერად ახორციელებს.
"ჩვენი სტანდარტია, რომ მომხმარებლების 100%-ს შეფერხების გარეშე შეეძლოთ სასტუმროს ყველა მომსახურების დამოუკიდებლად მიღება. ჩვენ შევქმენით ე.წ კიოსკი ადამიანებისთვის, რომლებსაც ადგილზე ურჩევნიათ რეგისტრაციის გავლა, არ უყვართ კონტაქტი და ამჯობინებენ დროის დაზოგვას. ასევე შევქმენით აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ, გადაიხადონ და ადგილზე მიიღონ ნებისმიერი მომსახურება. ასევე გვაქვს ვებგვერდიც", — ამბობს მარიშა.
სასტუმრო "ეპიზოდისთვის" ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა და აღიარების მოპოვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია:
"ჩვენი ბიზნესმოდელი ახალი სიტყვაა რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შესაბამისად პირველი ნაბიჯების გადადგმისას ნებისმიერი აღიარება მნიშვნელოვანია. ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა დიდი აღიარებაა ჩვენთვის, რადგან უამრავ საინტერესო ბიზნესს შორის მოვხვდით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ნომინაციაა, რომლის ფინალისტებს შორისაც ვართ."
სასტუმროს სამომავლო გეგმებს შორის ბიზნესდაჯილდოებაზე საკუთარი თავის წარდგენის გარდა, სწრაფი განვითარება და მომსახურების პროცესის კიდევ უფრო გამარტივებაა.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან იმართება და მას შემდეგ, ყოველ წელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს ქართულ კომპანიებს. წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი სიახლე ახალი ნომინაციაა — გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის — სადაც შემფასებლის როლს, სხვათა შორის, თავად მომხმარებლებიც მოირგებენ. ამ კატეგორიის გარდა, წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო პროდუქტის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის, რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციებში.
ამასთან, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
რაც შეეხება პრიზებს, 2022 წლის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულ ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სამი შეთავაზებული ჯილდოდან მათთვის სასურველი აირჩიონ: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ნაწილი დეკემბერში გაიმართება და სწორედ მაშინ შევიტყობთ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას.
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს "არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
გადახედვა
-
Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
გადახედვა
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
-
ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა ემის 2026 წლის ნომინაციები — The Pitt ლიდერობს, Stranger Things მთავარ კატეგორიებში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
გადახედვა
-
მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა
გადახედვა
-
Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
-
POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია
გადახედვა
-
Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
გადახედვა
კომენტარები