ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ დღეს, 2 დეკემბერს გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტი გამოავლინეს და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

  • მათივე ინფორმაციით, ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხა განათავსა.

დეტალები: სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, თითქოსდა, მან საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყიდა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო.

  • პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას ყადაღა დაედო.
  • დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად კი შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ.
  • ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლადაა დაწყებული.
  • დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.