ვოლოდიმირ ზელენსკი

2 Dec. 2022, 11:53

ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი სახელმწიფოს სრულ დამოუკიდებლობას, მათ შორის — სულიერ დამოუკიდებლობას. ჩვენ არასდროს არავის მივცემთ უფლებას, ააშენოს რუსული იმპერია უკრაინულ სულში.

დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ უკრაინის გარკვეული რელიგიური წრეების აგრესორ სახელმწიფოსთან კავშირის მრავალი ფაქტი.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, წარუდგინოს რადას კანონპროექტი, რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების უკრაინაში მოქმედების შეუძლებლობის შესახებ.

ეთნო პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის დებულების რელიგიური შემოწმება, მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის გამო და საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

ასევე, უზრუნველყოს კიევ-პეჩორის ეროვნული ისტორიული და კულტურული სივრცის ტერიტორიაზე არსებული ქონების კანონიერი საფუძვლების არსებობისა და რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის პირობებთან შესაბამისობის შემოწმება.

ყველა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, უნდა გააძლიეროს ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და მათთან დასაპირისპირებლად.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად რჩება. რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის ბრალდებით უკრაინაში არაერთი სასულიერო პირია დაკავებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  5. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI

მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი,…