ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში საფრანგეთის მონაწილეობაზე უარი თქვა
ალიევის თქმით, არ სურს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში საფრანგეთმა მიიღოს მონაწილეობა. შეხვედრა 7 დეკემბერს ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან, შარლ მიშელთან 7 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
- ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა — სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩათვლით, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა;
- მეზობელი ქვეყნების ურთიერთბრალდებებს სისტემური სახე აქვს, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ, როცა კონფლიქტი ისევ განახლდა.
დეტალები: სექტემბრის ბოლოსა და გასულ თვეს პრაღაში მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.
- დღეს, 25 ნოემბერს ალიევმა სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის შუამავლის როლის მოთხოვნის გამო, მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
- ალიევის მტკიცებით, მაკრონი ბაქოს თავს დაესხა, შეურაცხყოფა მიაყენა და ანტიაზერბაიჯანული პოზიცია დაიჭირა.
- "ნათელია, რომ ამ პირობებში, ამ დამოკიდებულებით, საფრანგეთი ვერ იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ნაწილი".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სურთ, მაკრონისა და მიშელის მონაწილეობით დისკუსიების "პრაღის ფორმატი" შეინარჩუნონ.
- პრესსპიკერის თქმით, აზერბაიჯანის მტკიცებას, რომ სომხეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს, რეალობასთან კავშირი არ აქვს.
- აღსანიშნია, რომ მაკრონმა რუსეთი ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა და ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას სომხეთი სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაადასტურა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები