თეატრი გემრიელი ვახშმის თანხლებით — წისქვილი ჯგუფის ახალი მულტიფუნქციური სივრცე
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
წარმოიდგინე კლასიკური თეატრი დიდი წითელი ფარდით. ამას ისიც დაუმატე, რომ სცენაზე სანახაობით ტკბობა ვახშმის თანხლებით შეგეძლება. სივრცე, სადაც ერთიც შესაძლებელია და მეორეც, საქართველოში პირველად შეიქმნა. თეატრი — ასე ჰქვია მას.
მისი შექმნის იდეა წისქვილი ჯგუფს გაუჩნდა და ორწლიანი შრომის შედეგად, იდეის ხორცშესხმაც შეძლო.
რას უნდა ველოდოთ თეატრისგან, რა აქცევს მას უნიკალურ სივრცედ და რა ტიპის გამოცდილებას მოგვცემს ის? — წისქვილი ჯგუფის განსხვავებული კონცეფციის თეატრზე სტატიაში დეტალურად წაიკითხავთ.
Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში პირველად ჩნდება ტერმინი Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.
მართლაც, ტერმინი და თეატრის განსხვავებული კონცეფცია Dining Theatre, რომელსაც კარგად იცნობს დასავლეთი, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც წისქვილი ჯგუფმა ახალი სივრცე — თეატრი შექმნა. დიდი დარბაზი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, არც კლასიკური კონცეფციის თეატრს წარმოადგენს და არც ტრადიციულ სავახშმო დარბაზს. ის არის ადგილი, სადაც კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებას და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ერთდროულად შეძლებთ.
სცენა და პავილიონი — სივრცე ახალი იდეებისთვის
თეატრის ცენტრალური ნაწილი სცენაა — ის წამყვანი ელემენტია როგორც ნაგებობის დიზაინსა და არქიტექტურაში, ისე მის შინაარსობრივ კონცეფციაში.
"ჯერ შევქმენით სცენა, კლასიკური სტილით, ფარდითა და ფერებით, რომლის ირგვლივაც პავილიონი განვავითარეთ. სცენა უცვლელია, ის არის თეატრის ცენტრალური ნაწილი, მის გარეშემო სივრცე კი, შეიძლება ღონისძიების შინაარსის მიხედვით შეიცვალოს და სხვადასხვა თემას მოერგოს. ეს ნიშნავს, რომ დღეს თუ ასეთ დარბაზს ხედავთ, ხვალ შეიძლება სრულიად სხვანაირი დაგხვდეთ, ზეგ კიდევ ახლებურად გარდაიქმნას", — ამბობს წისქვილი ჯგუფის დამფუძნებელი და თეატრის მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე.
შესაბამისად, თეატრი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მის სივრცეში ყველანაირი იდეის, ჩანაფიქრისა და ექსპერიმენტის განხორციელება გახდეს შესაძლებელი. აქ შეიძლება დაესწროთ თეატრალურ დადგმას, საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენას, კონცერტს, გალა ვახშამს, პრეზენტაციას, კონფერენციას, ტრენინგს, ფესტივალს, კორპორაციულ წვეულებას, ქორწილს, დაბადების დღეს და ახალი იდეების დაბადებისა და საინტერესო ექსპერიმენტების მოწმეც გახდეთ.
"თეატრი გაძლევს საშუალებას მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი ტიპის, სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. ის არის ჰაბი ახალი იდეებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. რაც მთავარია, ის ყველასია — ყველას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ამ სივრცეში თეატრი იპოვოს", — ამბობს ზაალ ჩიქობავა.
თეატრი სრულადაა აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ყველაზე მასშტაბურ და თამამ ღონისძიებებსაც კი უმასპინძლოს.
კერძები, როგორც შოუს შემადგენელი ნაწილი
თეატრში გასტრონომიას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მის სცენაზე წარმართულ წარმოდგენას. როგორც წისქვილის ჯგუფისა და თეატრის ბრენდ შეფმა ალექს ნათაძემ გვითხრა, კერძებიც შოუს შემადგენელი ნაწილი იქნება. წინასწარ განსაზღვრული მენიუს გარდა, წარმოდგენილი იქნება ისეთიც, რომელიც კონკრეტული ღონისძიების ხასიათს მოერგება, უპასუხებს მის სტილსა და ჟანრს.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"თუკი წისქვილის რესტორნები უმეტესად ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს სტუმრებს, თეატრის სამზარეულო ცოტა განსხვავებული იქნება. მის მენიუში შევა ახლებური ინტერპრეტაციებით შექმნილი კერძებიც. რაც მთავარია, აუცილებლად შევინარჩუნებთ წისქვილის რესტორნებისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს და სტუმრებს არანაკლებ გავაოცებთ თეატრის სამზარეულოთი", — ამბობს ალექს ნათაძე.
The Show — თეატრის პირველი წარმოდგენა
თეატრი უკვე ღიაა სტუმრებისა და მასში ღონისძიების გამართვის მსურველთათვის. თუმცა, ის ოფიციალურად 25 ნოემბერს გრანდიოზულად გაიხსნება.
"The Show — არ მოგვერიდება ასე თამამად ვუწოდოთ ჩვენი თეატრის პირველ წარმოდგენას. ის ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ანანიაშვილისა და მისი საბალეტო დასის, საოპერო მომღერლებისა და ხელოვნების სფეროს სხვა ბევრი გამორჩეული წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართება. წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო იქნება", — ამბობს ზაალ ჩიქობავა.
საბოლოოდ კი, როგორც წისქვილი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ჩხაიძე ამბობს, თეატრი ახალ სიტყვას იტყვის როგორც ხელოვნების სფეროში, ისე სარესტორნო ინდუსტრიაში.
"გვჯერა, რომ თეატრის დახმარებით ჩვენ ახალი ჟანრის დაბადებას შევუწყობთ ხელს. სულ მალე კი, სივრცე ერთდროულად გახდება თქვენი საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის, კულტურული ღონისძიებით ტკბობისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნებისა თუ ბოჰემური გართობისთვის", — ამბობს ლაშა ჩხაიძე.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები