მიხეილ სარჯველაძე

4 Nov. 2022, 14:51

ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა ოდნავ ორიგინალური განცხადება. საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აპირებს არა კანდიდატურა მოხსნას, არამედ გასაუბრებაზე არ გამოცხადდეს. [...]

კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, რომ ეს არის ერთგვარი უპატივცემულობა აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, მათ შორის, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს და არ აძლევს შესაძლებლობას, კუთვნილი უფლებით ისარგებლოს დეპუტატმა და კითხვები დაუსვას. არის სხვა კანდიდატების უპატივცემულობა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროცესში.

ეს არის საზოგადოების უპატივცემულობაც. საზოგადოებას აქვს უფლება, ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანასწორად და თანაბრად ყველა სხვა კანდიდატთან მიმართებაში. [...]

ქალბატონმა ნაზიმ გადასარევად იცის, რომ არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა ხელისუფლების არ არსებობს და რეალურად, რაც მანამდეც ითქვა, კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ მოწადინებული ვართ, რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვისაც და საზოგადოებაც იყოს სრულად ინფორმირებული. [...]

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენობის კანდიდატის გადაწყვეტილებას, არ მივიდეს პარლამენტში გასაუბრებაზე, თუმცა არ მოხსნას კანდიდატურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა…