რესტორან წისქვილში ორდღიანი ლუდის ფესტივალი გაიმართა
რესტორანმა წისქვილმა ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
"ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა ფესტივალმა. გვიხარია, რომ ყველა სტუმარმა ისიამოვნა საუკეთესო ხარისხის ლუდით. ვარშტაინერი და შოფერჰოფერი უკვე დიდი ხანია ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას გერმანიის სავიზიტო ბარათ- ღონისძიებაზე – ოქტობერფესტზე. მოხარული ვართ, რომ "წისქვილ ჯგუფთან" ერთად მოგვეცა საშუალება ამ ბრენდების გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართული საზოგადოებისთვის გერმანიის უდიდეს ფესტივალზე ყოფნის განცდა შეგვექმნა", – ამბობს შპს პარტნიორის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი აბულაძე.
ფესტივალზე გამორჩეული გარემოს შესაქმნელად სტუმრებისთვის ჩატარდა მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებიც. ბენდმა ქიმერამ კი საღამოები ცოცხალი მუსიკით გააფორმა.
"ძალიან აქტიური და ხალისიანი ლუდის ფესტივალი გამოგვივიდა. შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევასა თუ საწრუპით დალევაში, Beer pong, ქვიზები – ეს მცირედია იმ აქტივობებიდან, რაც ორი დღის განმავლობაში ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდათ. მათში მონაწილეობა თითქმის ყველა სტუმარმა მიიღო. სიმბოლური საჩუქრებიც ყველას გადაეცა, მთავარმა გამარჯვებულებმა კი კიდევ უფრო განსაკუთრებული პრიზები დაიმსახურეს", – ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
ლუდის ფესტივალის ორივე დღეს 4-4 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის ჩატარდა დამატებითი შეჯიბრებაც, სადაც მთავარი გამარჯვებულები დასახელდნენ და წამყვანი ბრენდების საათებისა და სამკაულების მაღაზია TI’ME-სგან საჩუქრები მიიღეს.
"TI’ME ლუდის ფესტივალის მხარდამჭერი იყო, ამიტომ, გადავწყვიტეთ მთავარი გამარჯვებულებისთვის საჩუქრები ჩვენ შეგვერჩია. მათ კომპანიისგან გადაეცათ 300-ლარიანი ვაუჩერები, რომლითაც სასურველი საათისა თუ სამკაულის შეძენას TI’ME-ს ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ", – განმარტავს ანანო დარჯანიამ, TI’ME-ს მარკეტინგის კოორდინატორი.
წისქვილში ამბობენ, რომ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებენ და მათ რესტორნებში გამართული ყველა ღონისძიება სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები