მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპელი მხატვრების ჯგუფმა გადაწყვიტა, მომავალი გამოეცნო და შეექმნა საფოსტო ბარათების სერია იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება საუკუნის შემდეგ. ქვემოთ შეგიძლიათ, მათ 7 ნამუშევარს გაეცნოთ:

სკოლის ჰედსეტები

ფოტო: Scientific Mindset

როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის ბოლოს წარმოედგინათ, რომ თანამედროვე სკოლებში წიგნები საჭირო აღარ იქნებოდა და მოსწავლეები განათლებას ჰედსეტების საშუალებით მიიღებდნენ.

ფრთიანი მეხანძრეები

ჯერჯერობით, მე-19 საუკუნის ბოლოს არსებული წარმოდგენებისგან განსხვავებით, მეხანძრეებს ფრენა არ შეუძლიათ, თუმცა უკვე არსებობს საფრენი კოსტუმი, რომელიც მალე დაიხვეწება და შეიძლება მფრინავი მეხანძრეები მართლაც ვიხილოთ.

ელექტრონული მოწყობილობები ფერმერებისთვის

ფოტო: Scientific Mindset

ნახატის ავტორებმა ასახეს ფერმერი, რომელიც მოსავალს ელექტრონულ მოწყობილობაზე თითის ერთი დაჭერით იღებს.

მტვერსასრუტი

მხატვრებმა თანამედროვე მტვერსასრუტის ფორმა ზუსტად ვერ ამოიცნეს, მაგრამ ფუნქცია ნამდვილად ზუსტად ასახეს.

პერსონალური საჰაერო ბუშტები

ფოტო: Scientific Mindset

საჰაერო ბუშტების დაქირავება ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ ყოველდღიურად ასე, მგონი, არავინ მგზავრობს.

ავტომატური მოძრავი ტროტუარები

როგორც ჩანს, ადამიანები მე-19 საუკუნის ბოლოსაც ზარმაცები იყვნენ და სიარულისგან თავის დასაძვრენად კრეატიულ ხერხებზე ფიქრობდნენ.

ვიდეო ტელეფონი

ფოტო: Scientific Mindset

აი, ეს გამოგონება ნამდვილად ჩვენი ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი გახდა, თუმცა ვიდეოზარების გარდა, კიდევ ბევრ სხვა ფუნქციას ითავსებს.

როგორც ხედავთ, ამ "წინასწარმეტყველებებიდან" ზოგი ახდა, ზოგი ახდენის პროცესშია, ხოლო ზოგი — თანამედროვე მსოფლიოში, ჯერჯერობით, არ არსებობს. საინტერესოა, რას იფიქრებენ ჩვენზე და მომავლის ჩვენეულ აღქმაზე საუკუნის შემდეგ მცხოვრები ადამიანები?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.