როგორია ცნობილი ინვესტორების პორტფელი?
ინვესტირების დაწყებამდე, მნიშვნელოვანია საინვესტიციო გეგმის შემუშავება. გეგმა მოიცავს ბიუჯეტს, სტრატეგიასა და რაც მთავარია, იმ სექტორებს თუ კომპანიებს, სადაც ინვესტირებას ვაპირებთ. მართალია, ყველა ინვესტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, თუ სად და როგორ გაანაწილებს ინვესტიციებს, თუმცა, საინტერესოა როგორ მართავენ საინვესტიციო პორტფელს ცნობილი ინვესტორები.
1. უორენ ბაფეტი — ტექნოლოგიების მოყვარული ინვესტორი
უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. დღეს ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ტოპ ათეულშია. ის მართავს Berkshire Hathaway-ს, ერთ-ერთ უმსხვილეს საჯარო ვაჭრობის ჰოლდინგს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 600 მილიარდ დოლარზე მეტია.
უორენ ბაფეტის პორტფელის დიდი ნაწილი ტექნოლოგიებს, კერძოდ, Apple-ს (AAPL) ეკუთვნის. აქციების წილი მთლიან პორტფელში 42%-მდეა. მიზეზი კი Apple-ს ყოველწლიური მდგრადი წარმატებაა.
ბაფეტის პორტფელში სიდიდით მეორე სექტორი საფინანსოა, რომელიც მისი საინვესტიციო ქონების დაახლოებით 26%-ს მოიცავს. საფინანსო მიმართულებით უორენ ბაფეტი ამერიკის ბანკის კორპორაციას ანიჭებს უპირატესობას.
უორენ ბაფეტის პორტფელის დანარჩენი ნაწილი მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია, ჯანდაცვა და ა.შ..
უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელის ზომა, დაახლოებით, 317 მილიარდი დოლარია.
2. ბილ გეიტსი — საფინანსო სექტორის ინვესტორი
მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეიტსი საინვესტიციო საქმიანობა ნაკლებად გახმაურებულია, მისი პორტფელი საკმაოდ საინტერესოა.
ბილ გეიტსი უპირატესობას საფინანსო სერვისებს ანიჭებს და სწორედ ამიტომ, ის უორენ ბაფეტის კომპანიაში, Berkshire Hathaway Inc.-ში (BRK-B) ფლობს აქციებს. ბილ გეიტსის პორტფელის 53%-მდე სწორედ Berkshire Hathaway Inc.-ს უკავია.
მეორე ადგილი მის პორტფელში მრეწველობას უკავია, რომელიც მთელი პორტფელის დაახლოებით 33%-ია. ამ მიმართულებით ბილ გეიტსი ძირითადად Waste Man.agement, Inc.-ის (WM) აქციებს ფლობს. კომპანია წლებია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გარემოს დაცვის და ნარჩენების გადამუშავებით მიმართულებით წარმატებით მუშაობს.
ბილ გეიტსის საინვესტიციო პორტფელი ზომა დაახლოებით 18 მილიარდი დოლარია.
3. ჩარლი მანგერი — ყველაზე ერთფეროვანი ინვესტორი
ჩარლი მანგერი ფინანსებისა და ინვესტირების ლეგენდაა. ის არის Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე და ამ კომპანიის წარმატების მთავარი ძალა. მანგერი ასევე ცნობილი ფილანტროპია. მისი ქონება 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჩარლი მანგერის პორტფელი ძირითადად ორ მიმართულებას — ფინანსებისა და ტექნოლოგიების სერვისებს მოიცავს. ფინანსების მიმართულებით მანგერი საბანკო კომპანიებში აბანდებს ფულს, ხოლო ტექნოლოგიების განხრით — ცნობილი კომპანიების, მაგალითად, Alibaba-ს (BABA) აქციებში აკეთებს ინვესტირებას.
ჩარლი მანგერის საინვესტიციო პორტფელის ზომა დაახლოებით 180 მილიონი დოლარია.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები