მედიაომბუდსმენმა უკვე მიმართა თბილისის პროკურატურას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

  • ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და დიპლომატების კერძო კომუნიკაციის ჩანაწერებსა და პირადი ცხოვრების დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავდა.
  • ჩანაწერების ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.
  • მასშტაბური მოსმენების და უკანონო თვალთვალის სამიზნედ 15 მედიასაშუალების ჟურნალისტები იქცნენ.
  • 35 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულად.
  • 11 ჟურნალისტის სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა.

დეტალები: მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არიან:

  • დიანა ტრაპაიძე — ტელეკომპანია პირველი;
  • ნინო ელიკაშვილი — ტელეკომპანია პირველი;
  • ალექსი მეგრელიშვილი — ტელეკომპანია პირველი;
  • სალომე კვარაცხელია — პალიტრა NEWS;
  • ლაშა ჯავახიშვილი — ინტერპრესნიუსი.
  • დღეისათვის მედიაომბუდსმენი უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე, მთლიანობაში, 46 ჟურნალისტს იცავს.