სომხეთი და აზერბაიჯანი შეტაკებების შესახებ ისევ იუწყებიან — რა ვიცით
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროებმა განცხადებები 28 სექტემბერს გაავრცელეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიმდინარე თვეში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია მანამდეც დაიძაბა — 12 სექტემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.
- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთი უარყოფდა;
- საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის 3 ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა.
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე განლაგებულ მათ საბრძოლო პოზიციებს ცეცხლი საღამოს 18:00 საათისკენ გაუხსნეს.
- მათი თქმით, სამხედროებმა ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი იარაღები გამოიყენეს;
- უწყების ცნობით, სომხეთის მხარემ საპასუხო ქმედება განახორციელა.
აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს.
- თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 28 სექტემბერს, 18:00 საათზე მათ პოზიციებს ქალბაჯარის მიმართულებით დაარტყეს;
- უწყების თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაშავდა და ახლა შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდება;
- მათი განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თავდასხმის საპასუხოდ შესაბამისი ზომები მიიღეს — ისინი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის ხელმძღვანელობას აკისრებენ და აღნიშნავენ, რომ სიტუაცია მიზანმიმართულად გაამწვავეს.
არქივიდან: 12-13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებების განახლდა.
- ამით მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი დაიწყო და 14 სექტემბრის საღამომდე გაგრძელდა — სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტა 15 სექტემბერს, გამთენიისას გამოაცხადა.
-
აზერბაიჯანის ცნობით, შეტაკებების დროს 77 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ, სომხეთი კი აცხადებს, რომ მათი მსხვერპლი 135 იყო.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები