"JCB კავკასია" — Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში
- ბრიტანული პრემიუმ ბრენდის სპეცტექნიკის ექსკლუზიური სანახაობა — JCB Dancing Diggers შოუ რეგიონში პირველად გაიმართა.
- Tegeta Construction Equipment-მა ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
25 სექტემბერს ბათუმში "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილმა კომპანიამ Tegeta Construction Equipment, რომელიც სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს, JCB-ის, ექსკლუზიურად წარმოადგენს რეგიონში, ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კომპანიის ბათუმის ფილიალში სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპო მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
"მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ბრიტანული ბრენდი, JCB, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, მთელ მსოფლიოში ხარისხის ეტალონად ითვლება. მაღალი კლასის სამშენებლო და სპეცტექნიკის მწარმოებელს კავკასიაში Tegeta Construction Equipment ოფიციალურად წარმოადგენს. უკვე წლებია, რაც ჩვენი კომპანია რეგიონში წარმატებით ოპერირებს. გვინდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის", — აცხადებს გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი.
JCB კავკასიის მასშტაბური რეგიონული ღონისძიების კულმინაციური ნაწილი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სანახაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რეგიონში პირველად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმრებისთვის გაიმართა. ამისათვის JCB-ის სადემონსტრაციო გუნდის წევრები ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ბათუმში, თეგეტას ფილიალში შეკრებილმა სტუმრებმა მოცეკვავე სპეცტექნიკა იხილეს.
შთამბეჭდავი იყო JCB-ის წარმოების ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორის, Hydradig-ის დემო შოუც, რომლის დროსაც მაღალი კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
პარალელურად, JCB კავკასიის დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ ბრიტანული ბრენდის სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. მათ შორის იყო 3CX ექსკავატორ-დამტვირთველი. ეს არის JCB-ის ინოვაციური გამოგონება, რომელიც 1953 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე 750 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო სპეციალური, ეკო კუთხე, სადაც ბრიტანული ბრენდის ელექტროტექნიკა განათავსეს. სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო JCB-ის სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა, ნულოვანი გამონაბოლქვით. საერთაშორისო მასშტაბით, სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, JCB-ის ელექტრო სპეცტექნიკის წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვივნენ JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან. ასევე ბათუმში ჩამოვიდნენ Tegeta Construction Equipment-ის ბიზნესპარტნიორები გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან.
"თეგეტასა და JCB-ის ბევრი საერთო აქვთ — მაღალი სტანდარტი და საუკეთესო ხარისხი. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართალა 2007 წელს, როდესაც Tegeta Construction Equipment-თან დავიწყეთ თანამშრომლობა. მსოფლიოში პოპულარული JCB Dancing Diggers შოუ პირველია რეგიონში და ნამდვილად საუკეთესოდ, ბრიტანული ბრენდის სტანდარტებით იყო შესრულებული, რისთვისაც მინდა მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო", —აცხადებს სვეტლანა პეტროვა, JCB-ის რეგიონალური დირექტორი.
საქართველოს ზღვისპირა ქალაქში სპეციალურად ჩამოვიდნენ სტუმრები მეზობელი სახელმწიფოებიდანაც — სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან — სადაც ბრიტანული ბრენდის ოფიციალური დილერი Tegeta Construction Equipment-ია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ბრიტანულ კომპანიას 750 დილერი ჰყავს.
JCB კავკასია ბათუმში 24-25 სექტემბერს გაიმართა.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთს და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები