დინოზავრები, შესაძლოა, მეტეორის ჩამოვარდნამდე გადაშენდნენ — კვლევა
მიიჩნევა, რომ დინოზავრების გადაშენება მოხდა დიდი მეტეორიტის გამო, რომელიც დედამიწას შეეჯახა, მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა ვცდებოდეთ.
ზოგადად ითვლება, რომ დინოზავრები ცხოვრობდნენ ცარცულ პერიოდში, მაგრამ ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ დინოზავრები შესაძლოა ბევრად უფრო ადრე გადაშენდნენ.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის (IVPP) მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დინოზავრები ცარცული პერიოდის განმავლობაში გადაშენების პროცესში იყვნენ.
შედეგები PNAS-ში 19 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ცენტრალურ ჩინეთში მდებარე შანიანგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 1000-ზე მეტი შემონახული კვერცხი და ნაჭუჭი შეისწავლეს. კლდის თანმიმდევრობა, სადაც ეს ნამარხი აღმოაჩინეს, სისქეში დაახლოებით 150 მეტრი იყო.
საბოლოოდ 5 500-ზე მეტ გეოლოგიურ ნიმუშზე კომპიუტერული მოდელირებით მკვლევრებმა შეძლეს კლდის ფენების ზუსტი ასაკის დადგენა. შედეგად, ცარცული პერიოდის დასასრულის 100 000 წლის სიზუსტით გამოყოფა მოახერხეს, რაც გადაშენების წინა მომენტს აღნიშნავს. პირდაპირი შედარება გლობალურ მონაცემებთან შესაძლებელია ამ ვადების გამოყენებით.
შეგროვდა 1 000 დინოზავრის კვერცხის ნამარხი
სამი სხვადასხვა სახეობის 1 000 კვერცხის ნამარხზე დაყრდნობით მეცნიერებმა მოახერხეს დინოზავრების იდენტიფიცირება.
ტირანოზავრი და საუროპოდის დინოზავრები ასევე ბინადრობდნენ ამ მხარეში დაახლოებით 66,4-დან 68,2 მილიონი წლის წინ. კვლევა აჩვენებს, რომ გადაშენებამდე დღევანდელ ცენტრალურ ჩინეთში დინოზავრების სახეობების დაბალი მრავალფეროვნება იყო. საუბარია წინა 2 მილიონი წლის პერიოდზე, როგორც Eurekalert იტყობინება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა, მეტეორის ჩამოვარდნამდე 2 მილიონი წლით ადრე დინოზავრების გადაშენება უკვე დაწყებული იყო.
კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ დინოზავრები უკვე გადაშენების პირას იყვნენ, სანამ მეტეორი დედამიწას დაეჯახებოდა.
რა ვიცით ცარცული პერიოდის შესახებ
ცარცული პერიოდი იყო დაახლოებით 145-66 მილიონი წლის წინ. ეს არის მეზოზოური ეპოქის მესამე და ბოლო პერიოდი, ასევე ყველაზე გრძელიც. სწორედ ისაა ყველაზე გრძელი გეოლოგიური პერიოდი ფანეროზოურში, რომელიც გრძელდება დაახლოებით 79 მილიონი წელი.
ცარცული ეპოქის შედარებით ზომიერი ტემპერატურის გამო, მრავალი შიდა ზღვები იყო. სანამ დინოზავრები ხმელეთზე ბრძანებლობდნენ ამ ოკეანეებსა და ზღვებში ცხოვრობდნენ ახლა უკვე გადაშენებული ზღვის არსებებიც. ამ მომენტისთვის პლანეტაზე ყინული არ იყო და ტყეები თითქმის ყველგან გვხვდებოდა. ამ დროს გაჩნდა ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ახალი სახეობებიც და სწორედ ასეთ დროს უნდა დაწყებულიყო დინოზავრების გადაშენებაც.
კომენტარები