კომპანია ბლექ სი გრუპმა მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა
კომპანია ბლექ სი გრუპმა მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის 2500 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა.
პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5,5 მილიონი ევრო შეადგინა, კომპანიის მანქანა-მექანიზმებისა და ადამიანური რესურსის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 45 ქართველი იყო დასაქმებული.
ბლექ სი გრუპი 2005 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, კომპანიის პარტნიორი და განვითარების მხარდამჭერი თიბისია. დაარსებისთანავე კომპანიის მიზანი ქვეყნის ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა იყო. შედეგად, ბლექ სი გრუპმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: თბილისის და ქუთაისის აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობა, ქუთაისის ავტობანის მშენებლობა, ბაკურიანში საბაგირო გზის — "კოხტას" მშენებლობა, ახალი საბაგირო გუდაურში და სხვა. "ბლექ სი გრუპისა" და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, ამჟამად ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა და ლისზე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
ბლექ სი გრუპის მფლობელობაშია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო–ტექნოლოგიური ბაზები, რომელთა მობილიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი. კერძოდ: ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონისა და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.
კომპანიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. სამუშაო ლოკაციებზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები, ასევე კვების ობიექტები ფუნქციონირებს. კომპანიაში მოქმედებს ტექნიკური პერსონალის ტრენინგებისა და სწავლების ბაზა, სადაც თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან.
"კომპანია ბლექ სი გრუპი 17 წელია აქტიურად ემსახურება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ წლების განმავლობაში, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება დამკვეთისთვის. სწორედ ამ მიდგომამ გაზარდა კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნა და ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაშიც თიბისის როლი, როგორც ყველაზე სანდო ფინანსური პარტნიორის, უმნიშვნელოვანესია", — გოგა კალანდაძე, კომპანია ბლექ სი გრუპის დამფუძნებელი.
"ინფრასტრუქტურის სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფორმირებაში დღეს ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულება თიბისისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. თიბისის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის მანძილზე, ქვეყანაში ჯამში 570 კილომეტრი სიგრძის გზა, 51 კილომეტრი სიგრძის გვირაბი და 42 კილომეტრი სიგრძის ხიდი აშენდა. რაც შეეხება „ბლექ სი გრუპთან“ პარტნიორობას, 17 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, დღემდე კომპანიისთვის ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება გვაქვს გაცემული, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის ხარისხი იმდენად განვითარდა, რომ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთ კომპანიასთან პარტნიორობა, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს და ქალაქებს შორის მიმოსვლას მარტივსა და კომფორტულს ხდის, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები