უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს — დეტალები NDI-ის ანგარიშიდან
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს.
რატომ არის მნიშნველოვანი: ანგარიშში ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. გამოკითხულთა უმრავლესობა კი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.
- ასევე, მოსახლეობის უმეტესობას, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.
- კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.
დეტალები: კითხვაზე — ბოლო 12 თვის შესახებ თუ ვისაუბრებთ, რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ყოველთვე ან უფრო ხშირად — 30%;
- უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე — 29%;
- არასდროს — 39%;
- არ ვიცი — 1%.
ეროვნული და ადგილობრივი დონის გამოწვევები: კვლევაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა.
- უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია;
- 2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა;
- გარდა ამისა, განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები მთავარ გამოწვევებად დასახელდა;
- სოფლებში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად წყლით მომარაგება, კანალიზაცია და გზები დასახელდა.
მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
- აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან-15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
- აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს;
- საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
ამავე თემაზე: მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს — კიდევ რა გავიგეთ NDI-ის კვლევიდან
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები