500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადი 30 ქვეყნიდან შემოვიდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. 500 Global-ში მონაწილეობის მისაღებად 30 ქვეყნიდან 239 განაცხადი შემოვიდა.
500 Global-ის მთავარი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამა რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, რომელიც წელს, უკვე მესამედ გაიმართება.
საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება ერთი თვის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპერებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ.
გამარჯვებულები განაცხადების გადარჩევის შედეგად გამოვლინდებიან. პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და ის მოიცავს როგორც სატელეფონო, ისე ფიზიკურ ინტერვიუებს სტარტაპებთან. ინტენსიური გადამზადების კურსში მხოლოდ 15 სტარტაპი მოხვდება, რომელიც მსოფლიო დონის მენტორებთან აქსელერაციის პროცესს გაივლის. შემდეგ კი სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც ისინი შეძლებენ, შეხვდნენ ინვესტორებს და მოიზიდონ გლობალური ინვესტიციები.
"მოხარული ვართ, რომ აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოსისტემისთვის. 500Georgia — ეს არის პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა სტარტაპს, მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იდეები. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი შეძლებენ გლობალური ბაზრის ათვისებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლების პერიოდში 500Georgia-მ საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა, 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ჩაატარა. ოთხი მათგანი — CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs — პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონ ველიზე გაემგზავრა. ამან კი სტარტაპებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500Georgia-მ ასევე შეუწყო ხელი ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზარზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები