რას წერენ მსოფლიო ლიდერები მიხეილ გორბაჩოვის სიკვდილზე
მსოფლიო ლიდერები მიხეილ გორბაჩოვის სიკვდილის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გორბაჩოვი სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე იყო.
- მისი მმართველობის დროს მოხდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ასევე, გორბაჩოვის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ჩერნობილის ატომური კატასტროფა და საბჭოთა სისტემის რეფორმირება, რომელიც "პერესტროიკას" სახელით არის ცნობილი;
- გარდა ამისა, მის პერიოდში ითქვა უარი კომუნისტურ იდეოლოგიაზე, როგორც სახელმწიფოს ერთადერთ იდეოლოგიაზე. მისი ლიდერობის დროს დასრულდა ცივი ომი, დაინგრა ბერლინის კედელი და დაიშალა საბჭოთა კავშირი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი გორბაჩოვს სანდო და პატივსაცემ ლიდერს უწოდებს.
- "მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებასა და რკინის ფარდის დაცემაში, რამაც გზა გახსნა თავისუფალი ევროპისთვის. ეს დამსახურება არის ის, რასაც არ დავივიწყებთ", — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გორბაჩოვი იყო იშვიათი ლიდერი, რომელმაც დაინახა, რომ შესაძლებელი იყო განსხვავებული მომავალი და ჰქონდა გამბედაობა, გაერისკა საკუთარი კარიერა ამის მისაღწევად.
- "მას სჯეროდა გლასნოსტისა და პერესტროიკის — გახსნილობისა და რესტრუქტურიზაციის — არა როგორც უბრალო ლოზუნგების, არამედ როგორც გზის საბჭოთა კავშირის ხალხისთვის ამდენი წლის იზოლაციისა და დეპრივაციის შემდეგ".
ბორის ჯონსონი წერს, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული იყო გორბაჩოვის სიმამაცითა და პატიოსნებით, რომელიც მან ცივი ომის მშვიდობიანად დასრულებისთვის გამოიჩინა.
- "უკრაინაში პუტინის აგრესიის დროს, საბჭოთა საზოგადოების გახსნილობისადმი მისი დაუღალავი ერთგულება რჩება მაგალითი ჩვენთვის".
ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ გორბაჩოვის გადაწყვეტილებებმა რუსეთს თავისუფლებისკენ გზა გაუხსნა.
- "ევროპაში მშვიდობისადმი მისმა ერთგულებამ შეცვალა ჩვენი საერთო ისტორია".
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები