ალტე უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ფონდი ბიზნეს ადმინისტრირების მომავალ მაგისტრებს 40%-იდან 100%-მდე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. პირობები მარტივია, გასაუბრებაზე ბიზნეს სკოლის კომისიის წევრები უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენ ნამდვილად იმსახურებთ აღნიშნულ დაფინანსებას.

"ჩვენი საუნივერსიტეტო ფონდი 6 თვის წინ შეიქმნა. მისი მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საგანმანათლებლო სივრცეში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაა. ამ დრომდე, ფონდმა სწავლა დაუფინანსა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, რაც მათთვის უდიდესი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე კი გადავწყვიტეთ, რომ ეს შესაძლებლობა მიგვეცა მომავალი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრებისთვისაც, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ისწავლონ პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად და შექმნან საკუთარი ბიზნესი პროფესიონალების მხარდაჭერით", — აღნიშნა ნანა მიქაშავიძემ, ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა.

რას გთავაზობთ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა?

  • თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას;
  • კონტაქტების ქსელის გაფართოების უნიკალურ შესაძლებლობას;
  • დასაქმების ან კარიერული წინვლის ხელშეწყობას უნივერსიტეტის დამფუძნებლების, მრჩეველთა საბჭოსა (Advisory Board) და 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის კონტაქტების ქსელის საშუალებით;
  • საკუთარი ბიზნესის დაწყებას პროფესიონალების მხარდაჭერითა და Start-up გარაჟის სერვისების გამოყენებით;
  • გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

მისაღები ადგილების რაოდენობა: 40

წლიური საფასური: 7 000 ლარი

მისანიჭერები კვალიფიკაცია: ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი

გაიგეთ მეტი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შესახებ აქ. რეგისტრაციის გავლა შეგიძლია ამ ლინკზე.