გრეიდი ანდერსენი — ინვესტორი, რომელიც ქართულ ბიზნესს განვითარებაში ეხმარება
ქართულ ბიზნესში უცხოელი ინვესტორები ჩართულობაზე, ალბათ, აქამდეც ბევრი გსმენია და წაგიკითხავთ. თუმცა გრეიდი ანდერსენის შემთხვევა განსხვავებულია, რადგან მისი საქმიანობა არა კონკრეტული ბიზნესის მოგებაზე ორიენტირება, არამედ ქართული ბიზნესების წარმატებაზე ზრუნვაა.
გრეიდი ანდერსენი ამერიკელი ბიზნესმენი, მეწარმე, საერთაშორისო გაყიდვების ექსპერტი და პროფესიონალი ქოუჩია, რომელიც უკვე ათიოდე წელია, მცირე და მსხვილ ბიზნესებს გლობალური წარმატების გარანტიას ჰპირდება. თავდაპირველად, ანდერსენმა pavdy-ს საქმიანობა ამერიკასა და კანადაში დაიწყო, თუმცა უკრაინის, თურქეთის, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ბაზრამდე მიაღწია.
გრეიდი ანდერსენის პირველი სტუმრობა საქართველოში
საინტერესოა ის მიზეზებიც, თუ როგორ მოხვდა გრეიდი ანდერსენი საქართველოში. რამდენიმე წლის წინ გრეიდი ანდერსენის კომპანია pavdy უკრაინაში დაფუძნდა, სადაც ის წარმატებით განაგრძობდა ლოკალური თუ საერთაშორისო ბრენდების კონსულტირებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ პროფესიონალ გუნდთან ერთად. წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო, გრეიდის ამერიკაში დაბრუნება მოუხდა, მაგრამ დაბრუნებამდე საქართველოში ვიზიტი დაგეგმა.
როგორც ანდერსენი იხსენებს, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა, უზარმაზარი შესაძლებლობები დაინახა ბიზნესისა და საერთაშორისო გაყიდვების აქსელერაციის განვითარების მხრივ.
"საქართველოში არსებულ მცირე და მსხვილ ბიზნესებს სჭირდება საერთაშორისო გამოცდილებისა და კონტაქტების მქონე ბრენდი, რომელიც გლობალური წარმატების მიღწევასა და გაყიდვების გაზრდაში დაეხმარება", — ამბობს გრეიდი.
დღეს pavdy-ის მომხმარებელთა ბაზა ექვსი კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. მისი ძირითადი საქმიანობა გაყიდვებისა და აიტი კონსულტირებას გულისხმობს.
pavdy-ის დაარსების ისტორია
სანამ საქართველოში გრეიდი ანდერსენის საქმიანობაზე უფრო დეტალურად გიამბობთ, მანამდე საინტერესოა, როგორ დაიწყო მან საქმიანობა ამერიკასა და კანადაში. pavdy-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი გრეიდი ანდერსენი არიზონაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საკონსულტაციო ფირმის დაარსების იდეით თავდაპირველად, ნორვეგიაში გაემგზავრა, თუმცა გრეიდი 6 თვეში მიხვდა, რომ ნორვეგიული ბაზარი არ იყო მისი ბიზნეს იდეებისათვის რელევანტური და საინტერესო. გრეიდისა და pavdy-ის მთელი იდეა ახალი, მიმალული, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ბაზრების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ზრდის უზრუნველყოფაა.
სწორედ ამ მიზნის დასამუშავებლად, გრეიდი ამერიკაში, ვირჯინიის შტატში დაბრუნდა, სადაც აქტიურად შეუდგა ჩრდილოეთ ამერიკაში პარტნიორებისა და ინვესტიციების მოძიებას. საჭირო კონტაქტების შეგროვებას ერთი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც, გრეიდი უკრაინაში გაემგზავრა და საბოლოოდ დააფუძნა pavdy, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე ასობით კომპანიას დაეხმარა უცხოური ინვესტიციების მოძიებაში.
pavdy-ის დღევანდელი საქმიანობა
დღეისათვის pavdy უკვე არაერთ ბიზნესს დახმარებია. თუ როგორია მათი მეთოდები, რომლებითაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან, ამაზე გრეიდი ანდერსენმა თავად ისაუბრა.
"ჩვენ ვიცით რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს, რათა შედეგი გარანტირებული იყოს. თუმცა, ამ შედეგის მისაღწევად, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ კმარა — ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ჩვენ ვუზიარებთ გაყიდვების ფილოსოფიის ძირეულ ასპექტებს და ვცდილობთ დავუწესოთ მათ ინდივიდუალურად მორგებული, მენეჯერული და სამუშაო სტანდარტები, რომლის შემდეგაც წარმატება არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი პროცესი გახდება.სწორედ ამ და სხვა საიდუმლო მეთოდებით, pavdy ჩვენთვის საამაყო პროდუქტია, რომელმაც არსებობიდან რამდენიმე წელში მოახერხა 6 უზარმაზარი საერთაშორისო ბაზრის დაფარვა", — განაცხადა გრეიდი ანდერსენმა.
გრეიდი ანდერსენის საქმიანობა და გეგმები საქართველოში
ომის დაწყებიდან საქართველოში ჩამოსვლამდე გრეიდი დაუკავშირდა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის კონსულტაცია გაუწია 50-ზე მეტ ქართულ ბიზნესს. ამ სიაშია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: რედბერი, ალტა, საქართველოს ბანკი, თიბისი და ლიბერთი ბანკი. თუმცა, კომპანიებისთვის როგორიცაა, Leavingstone და NLYC მოლაპარაკებები უკვე გაიმართა მსხვილ გერმანულ ინვესტორებსა და კომპანიებთან.
"მიუხედავად ბაზრის წარმოუდგენელი პოტენციალისა, რომელსაც აშკარად სჭირდება დახმარება გასცდეს საქართველოს ფარგლებს — ქართულ ბიზნესს კვლავაც ეშინია რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება. ვიტყოდი, რომ მათი მზაობა გასცდნენ კომფორტის ფარგლებს თითქმის მინიმალურია. დიახ, მათ აქვთ გაფართოების სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადო გამბედაობა ძალიან ცოტას თუ აქვს", — ამბობს ანდერსენი.
ამ ეტაპზე pavdy საქართველოში უკვე წარმატებულად ფუნქციონირებs. გრეიდის კომპანია სტარტაპებისა და მსხვილი ბიზნესების მფლობელებს ლიდების გენერაციას, CMM კონსულტირებასა და უზრუნველყოფას, ქოუჩინგსა და მენტორობასა და აიტი კონსულტაციას სთავაზობს.
გრეიდიმ საქართველოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი პარტნიორებისთვის ახალი ბაზრის ძიებასაც აპირებს.
"საქართველოს IT სექტორს, თამამად ვიტყოდი, აქვს პოტენციალი გახდეს ევრაზიის სილიკონ ველი. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ბიზნესმენები და ბიზნესვუმენები სათანადო ინვესტიციებს განახორციელებენ IT სფეროს ზრდასა და განვითარებაში.დასავლური და აღმოსავლური კომპანიები ყოველდღიურად ეძებენ ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ტალანტებს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული კომპანიები გაითვალისწინებენ და ზედმიწევნით მიჰყვებიან გრეიდის რჩევებს, მათ ექნებათ რეალური შესაძლებლობა გახდნენ ინდუსტრიის ლიდერები და შექმნან ისეთი კომპანიები როგორიც, მაგალითისთვის, EPAM და CIKLUM-ია", — განაცხადა ანდერსენმა.
კომენტარები