გზა წარმატებისკენ — დაიწყე კარიერა თეგეტაში
გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. თეგეტა მოტორსი, სამუშაოს მაძიებლებს თეგეტა აკადემიასთან ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს აძლევს. თეგეტა მოტორსის დასაქმების პროექტი — დაიწყე კარიერა თეგეტაში გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.
ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან მსუბუქი ან სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია თეგეტა მოტორსის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დასაქმდებიან თეგეტას გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ეს გზა 2 წლის წინ გაიარა ნიკა თავაძემ და ის ახლა გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული.
"დაახლოებით 2 წლის წინ, აკადემიით დავიწყე კარიერა თეგეტაში. სწავლის შემდეგ თვენახევრიანი პრაქტიკა გავიარე, პერიოდულად გამოცდები გვიტარდებოდა, და წარმატებით ჩაბარების შემდეგ შტატში ჩამსვეს, როგორც კონსულტანტი. შემდეგ გავხდი ვაკის ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი. ამჟამად კი, თეგეტას ცენტრალურ ოფისში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი ვარ. ამიტომაც, ჯერჯერობით წინსვლა გრძელდება. სწავლა თეგეტაში ყოველდღიური პროცესია, არც ერთი დღე არ არის წინა დღის მსგავსი. ვისაც ამ სფეროში მუშაობის სურვილი აქვს, საკუთარი გამოცდილებიდან ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ არანაირ დაბრკოლებას, რომელიც აუცილებლად ბევრი შეხვდებათ. კომპანია ძალიან დიდია და კონკურენციაც შესაბამისი იქნება, ამასაც არ შეუშინდნენ და რა მიზანიც აქვთ, ბოლომდე მიჰყვნენ. მონდომებითა და შრომით აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს", — ნიკა თავაძე, თეგეტა მოტორსის გაყიდვების ჯგუფის უფროსი.
აკადემიაში სწავლით დაიწყო კარიერია ირაკლი გერმანმა, რომელიც მეხუთე წელია თეგეტა ჰოლდინგის გუნდის წევრია და ახლა სერვისის მენეჯერის პოზიციას იკავებს.
"მანქანა ჩემი ჰობი იყო და ახლა ეს ჰობი კარიერად ვაქციე. ავტომობილი ყოველთვის მაინტერესებდა და ასე თუ ისე ვერკვეოდი კიდეც, მაგრამ აკადემიაში სწავლის პროცესში უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე. მოკლე კურსისა და პრაქტიკების გავლის შემდეგ შემარჩიეს სექტორის მენეჯერის პოზიციაზე, კლიენტსა და მექანიკოსებს შორის უშუალო რგოლი ვიყავი. შემდეგ, გამოცდილებიდან და სტაჟიდან გამომდინარე, დამაწინაურეს და გავხდი სერვისის მენეჯერი — ეს უფრო მაღალი საფეხურია. ყოველი დღე გამოწვევებითა და სიახლეებით არის სავსე. ძალიან რთულია, მანქანის აგებულება ისწავლო ნულიდან, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ კითხვები დასვან, არაფრის არ მოერიდოთ, ძალიან ყურადღებით იყვნენ ჩართულები, თითოეულ დეტალს დააკვირდნენ და გაიაზრონ, მოინდომონ, მეტი ცოდნა შეიძინონ. აკადემიაში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებენ, ეს გამოცდილება მე დღემდე მადგება პრაქტიკაში. თეგეტა ყველას მისცემს გასაქანს, რომ ცოდნა, მონდომება და ინტერესი ბოლომდე მიიყვანონ", —ირაკლი გერმანი, თეგეტა მოტორსის სერვისის მენეჯერი.
დაიწყე კარიერა თეგეტაში — კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ გაზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული.
"ახალი კადრების მოძიება და მათ კარიერულ ზრდაზე ზრუნვა თეგეტა ჰოლდინგისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების შესაძლებლობას ვაძლევთ ყველას წინასწარი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. ნებისმიერ სამსახურის მაძიებელს აქვს შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაიაროს პროფესიონალი ტრენერების სასწავლო კურსი და დასაქმდეს საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში", — ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
ვისაც სურვილი აქვს კარიერა საავტომობილო სფეროში დაიწყოს, არის მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კომპანია ყველას თანაბრად აძლევს შანსს ისწავლოს აკადემიაში. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი საუკეთესო კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის თბილისის ფილიალებში. სასწავლო კურსი 2022 წლის სექტემბერში იწყება და სრულად ფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ. პროექტში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია ან გამოგზავნოს რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected].
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს
გადახედვა
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
-
მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო მსუქანი, შავკანიანი, ბედნიერი გოგო ვარ, ყოველთვის ეცდებოდნენ ჩემს განადგურებას — ლიზო
გადახედვა
კომენტარები