"დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება" — ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, სამოქმედო გეგმაზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯაფარიძე ამბობს, რომ ის და თავისი მეგობრები სექტემბრიდან ასეთი მეთოდებით ბრძოლას აპირებენ მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნება.
დეტალები: ჯაფარიძემ ვიდეოში ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა და სისტემის დამარცხებისა და მმართველობის ამ ფორმის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
- მისი თქმით, ამის გარეშე ევროინტეგრაციის გზაზე არსებული ფანჯარა, რომელიც უკრაინელებმა საკუთარი სიცოცხლის დათმობით გააღეს, შეიძლება ძალიან სწრაფად დაიხუროს.
- "გამოსავალი არის ის, რომ მივაღწიოთ არჩევნებს, რაც შეძლება სწრაფად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს და რა სისტემითაც არ უნდა მოგვიწიოს მისი ჩატარება".
ამასთან, ჯაფარიძის სიტყვებით, სიმდიდრისგან და პატივმოყვარეობისგან გაგიჟებული ხალხი, ძალაუფლებას საკუთარი ნებით არ დათმობს.
- ამბობს, რომ "ოპოზიციურად წოდებული" პარტიების დიდი ნაწილი სისტემის ნაწილადაა ქცეული და ძალაუფლების შენარჩუნებით თავადაც ასევე არიან დაინტერესებული.
ჯაფარიძის თქმით, გამოსავალი არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ სისტემის დამარცხებაშია, რომლის სათავეშიც ივანიშვილი დგას და დასძენს, რომ სისტემის შეცვლის გარეშე, ევროპიდან არანაირ სტატუსზე არ იქნება საუბარი.
- "სისტემის ნაწილია ქართული ოცნება, ხელოვნურად გაბერილი ბიუროკრატია, ივანიშვილთან და რუსეთთან ალიანსში მყოფი საპატრიარქო, ქურდული სამყარო, ნაყიდი კულტურისა და სპორტის ე.წ. მოღვაწეები, ნაყიდი სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები, პოლიცია, სასამართლო, და ამათი ყველას მართვის ცენტრი სუს — ამ სისტემას კიდევ ზურგს უმართლებს რუსეთი".
- "ივანიშვილი, ანუ ოლიგარქი ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის და არ დაასრულებს მმართველობის ამ ფორმას, მას ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ ძალით წაართვა".
ჯაფარიძე გამოსავლის გზად არშეგუებას, დაუმორჩილებლობას, პროტესტსა და საბოტაჟს ასახელებს.
- "ეს ის არის, რასაც ჩვენგან ელოდება, მათ შორის, დასავლეთიც, რაც არ უნდა ილაპარაკონ ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა, ისინი ჩვენგან თავისუფლებისთვის ბრძოლას ელოდებიან".
- "გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ, არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში".
- "მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ — გააზრებული გაქვს თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსების მონები გაზიან, გააზრებული გაქვს თუ არა, რომ არჩევანის უფლებას მხოლოდ ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებ და მზად ხარ თუ არა, ასეთი ბრძოლისთვის".
მათ, ვისაც სურთ, სამოქმედო გეგმას შეუერთდნენ, შეუძლიათ, ბმული შეავსონ, რომელიც ჯაფარიძის ვიდეოს ახლავს თავს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები