აგროსფერომ აგრარული უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიები დაუნიშნა
კომპანია აგროსფერომ, რომელიც წლებია წამყვანი კომპანიაა საქართველოს აგროსექტორში, აგრარული უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა.
კერძოდ, აგროსფერომ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გააფორმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი აგრარულ უნივერსიტეტთან, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრონომიის, მექანიზაციისა და მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტებიდან სამი საუკეთესო სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტი არჩევს საუკეთესო სტუდენტებს, რომელთა GPA არ უნდა იყოს 3,5–ზე ნაკლები და სამი საუკეთესო სტუდენტი ხდება აგროსფეროს სტიპენდიატი.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სტიპენდიატების გამოვლენა ყოველწლიურად მოხდება და საუკეთესო სტუდენტები როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე შეირჩევიან.
გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, აგროსფეროში დღეისათვის აგრარული უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გადის პრაქტიკას. ისინი ადგილზე ეცნობიან სამუშაო პროცესს და საჭირო პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ. კერძოდ, სტედუნეტები ეცნობიან სერვისცენტრებს, კომპანიის სადემონსტრაციო ნაკვეთებს, კომუნიკაცია აქვთ აგროსფეროს მომხმარებლებთან, რათა თვითონ გაეცნონ ფერმერების პრობლემებს და ისწავლონ როგორ ეხმარებიან მათ კომპანიის სპეციალისტები.
"ჩვენთვის, როგორც აგრობიზნესში მოღვაწე ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაცია. ძალიან მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია მაღალპროფესიონალი კადრები აგრარულ სფეროში, განათლება კი პროფესიონალად ჩამოყალიბების ჯაჭვში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ამიტომ საზოგადოდ წარმოვადგინეთ ჩვენი ინიციატივა "აგროსფერო — თანამედროვე აგრო-განათლებისთვის", რის ფარგლებშიც აგრარულ უნივერსიტეტში დავაარსეთ ყოველწლიური სტიპენდია, სხვადასხვა მიმართულებისა და კურსის სტუდენტებისთვის", — აცხადებენ კომპანიაში.
აგროსფეროს სტიპენდიატები აღნიშნავენ, რომ მათთვის ძლიერი სტიმულია ასეთი პროექტი და მით უმეტეს კერძო უნივერსიტეტში, სადაც მანამდე არავის დაუნიშნავს სტუდენტებისთვის სტიპენტიები. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი სწორედ მაღალკვალიფიციურ აგრონომებად, მეღვინე–მევენახეებად და მექანიზატორებად ჩამოყალიბებაა, ვინაიდან აგრარული სექტორის განვითარება პროფესიონალი კადრების გარეშე შეუძლებელია. დღეს კი ასეთი კადრების მწვავე დეფიციტს უჩივიან ფერმერები საქართველოში.
აგროსფერო 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და დღესდღეობით არის უმსხვილესი ორგანიზაცია ამ მიმართულებით.
აგროსფეროს სერვის ცენტრებში წარმოდგენილია ფერმერისთვის საჭირო პროდუქციის სრული სპექტრი, დათესვიდან — მოსავლის აღებამდე. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სათესლე მასალას, ფერმერისთვის საჭირო სამუშაო იარაღებს, სასათბურე პროდუქციას, ვენახის ბოძებსა და სრულ აღჭურვილობას, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს, ღვინის საწარმოო პროდუქციას და ა.შ. ამ მიმართულებებით აგროსფერო საქართველოში წარმოადგენს 30-მდე საერთაშორისო ბრენდს, როგორებიცაა BAYER, YARA, CLAAS, SAATBAU, DEKALB, NUNHEMS, IQV, ARYSTA, AGLUKON, PELLENC, IRRITEC, PESSL INSTRUMENTS, FELCO, FREUND, MANTIS ULV, PALL, SEGUIN MOREAU, LANDINI, LEMKEN, AMAZONE, BRAUN, SANSONE, POSVIMAN და ა.შ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები