წასულები მორიგი ანტიდასავლური წერილით კელი დეგნანს ისევ თავს ესხმიან
ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კელი დეგნანს ღია წერილით მიმართეს, თუმცა არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ. ისინი უკვე არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.
- 21 ივლისს ნედ პრაისმა თქვა, რომ დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
- ამის შემდეგ წასულებმა ნედ პრაისსაც ანტიდასავლური წერილი მისწერეს და ელჩი აკრიტიკეს.
"მეორე ფრონტის გახსნა": ისინი აცხადებენ, რომ აინტერესებდათ, ელჩი ემიჯნებოდა თუ არა "ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას" მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
- დეპუტატების თქმით, შეკითხვაზე პასუხის არგაცემით დეგნანმა დაუტოვა ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ თითქოს, ელჩი "ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნება, არამედ მისი წახალიხება დეგნანის პრინციპული გადაწყვეტილებაა".
- მათივე მტკიცებით, ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას ღიად უთხრა, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში "ბომბების ცეცხლს" შორის უპირატესობას ბომბების ცეცხლს ანიჭებს.
ბაკურიანის შეხვედრა: დეპუტატების თქმით, აინტერესებდათ, ემიჯნებოდა თუ არა ელჩი ამ შეკრებასა და მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ.
- ისინი ამბობენ, რომ ამ კითხვებზე პასუხის არმოსმენას იმის დასტურად აღიქვამენ, რომ ამ შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდა ელჩი და მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდა.
ჩხიკვაძის საკითხი: დეპუტატების თქმით, დაინტერესდნენ ადასტურებდა, თუ არა დეგნანი იმას, რომ საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლეს მისი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმეზე.
- მათივე მტკიცებით, სასურველი იყო ელჩისგან ამის უარყოფითი შეფასება მოესმინა საზოგადოებას, თუმცა ასე არ მოხდა, რამაც დეპუტატებს გაუმყარა რწმენა, რომ ინფორმაცია სიმართლეა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშად ჩარევა ელჩს ნორმად უნდა წარმოაჩინოს.
- ელჩმა ამაზე 21 ივლისს განაცხადა, რომ არავინ არ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან, რომ რაიმე ზეწოლა ან გავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე, ან მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
შეხვდა თუ არა დეგნანი ივანიშვილს: განცხადების მიხედვით, ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და ეჭვებს გაფანტავდა.
- მათივე თქმით, "მათ შორის, გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ".
- დეპუტატები ივანიშვილს სთხოვენ, რადგან ამერიკის ელჩმა პასუხი არ გასცა მათ დასმულ შეკითხვას, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ, თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი განიხილეს.
- ამაზე 21 ივლისს კელი დეგნანმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დიდი ხანია არ ჰქონია.
რა დასკვნები გამოიტანეს დეპუტატებმა ელჩის განცხადებებიდან: ისინი იმეორებენ, რომ დეგნანი "არათუ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერს და თავად აღვივებს მას".
- მათივე თქმით, ელჩი თანაუგრძნობს ბაკურიანის "რევოლუციურ" შეკრებას და იზიარებს მთავრობის გადადგომის, ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას.
- დეპუტატების მტკიცებით, დეგნანი ადასტურებს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებს მას.
- მათი განცხადებით, დეგნანი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც ექნებოდა ელჩს მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.
ქართული ოცნება: ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელოდა "მკაფიო განმარტებას და უარყოფას", რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ისეთი ჩარევა, როგერზაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საუბობს, არ მომხდარა.
- არჩილ თალაკვაძის თქმით, აშშ-ს წარმომადგენელს საქართველოს ხელისუფლებიდან თავს არავინ დასხმია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები