კალაძე გოგაშვილის გავრცელებულ ფაილებს "ძალიან დიდ სისულელეს უწოდებს"
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ NGO-ებისთვის გადაცემული დოკუმენტები სისულელეა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გავრცელებული ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა გოგაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსია და არაერთხელ უთქვამს, რომ ჰყავს წყაროები და აქვს წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე.
- აღსანიშნია, რომ გოგაშვილი 16 ივლისს სპეცოპერაციით დააკავეს — მანამდე, 15 ივლისს კი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.
- დაკავების შემდეგ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტები ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცეს და გასაჯაროვდებოდა.
- ფაილები NGO-ებმა დღეს გამოაქვეყნეს — ის შეიცავს ჩანაწერებს რომლებშიც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებები აგროვებდნენ პირად ინფორმაციას საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, სამომავლოდ მათზე ზეწოლის მიზნით.
კალაძემ ამ ფაილებზე საუბრისას ისრების გადატანა სცადა და განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის პარალელური დათვლები.
- კითხვაზე, დოკუმენტები ყალბია თუ ნამდვილი, მან ჟურნალისტებს ასე უპასუხა:
- "ეს არის სისულელე, ძალიან დიდი სისულელე, დაგაკმაყოფილათ პასუხმა? ეს არის ჩემი შეფასება, მე არ ვამტკიცებ. რას ნიშნავს ოფიციალური დოკუმენტები? ეს არის ჩემი შეფასება, ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ სხვა შეფასება ამასთან დაკავშირებით, თქვენი მოსაზრებაა".
დეტალები: დოკუმენტებში საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები იყო.
- გარდა ამისა, ფაილებში ჩანს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების, პატიმრებისა და ე.წ. ქუჩის ბიჭების ხმების მობილიზებისთვის გამოყენების მცდელობებიც.
- დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ, სავარაუდოდ, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.
NGO-ების განხადებით, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ და ინტერესდებოდა, თუ რა სახის ზემოქმედება, შეიძლება, მოეხდინა მათზე.
- ამის მაგალითს მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები წარმოადგენს, რომლის სქრინებიც გოგაშვილმა მათ მიაწოდა. .
მათივე შეფასებით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც, მაღალი ალბათობით, დასტურდება სახელმწიფო უწყებების საარჩევნო/პარტიული მიზნით გამოყენება.
- ორგანიზაციები პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ 2018 წლის არჩევნების პერიოდში იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს, გაიზარდა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები