ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მეთოდები — NGO-ები გოგაშვილის მიწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებენ
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების განცხადებით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც, მაღალი ალბათობით, დასტურდება სახელმწიფო უწყებების საარჩევნო/პარტიული მიზნით გამოყენება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციების განცხადებით, ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით.
- გარდა ამისა, მათივე თქმით, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა უწყების მეშვეობით მოქალაქეებს წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებითა და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფნენ.
კიდევ რა წერია კვლევაში: ორგანიზაციების განცხადებით, სრული სქემის მასშტაბი იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბურად მობილიზება იყო შესაძლებელი.
- მათი განმარტებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებას და ა.შ. სთავაზობდნენ.
- ორგანიზაციები პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ 2018 წლის არჩევნების პერიოდში იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს, გაიზარდა.
- განცხადების მიხედვით, ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, არაფორმალური გზით და კანონის გვერდის ავლით ხდებოდა.
- შედეგად კი სახელმწიფო თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსის ხარჯზე მოქალაქეთა მასშტაბური მოსყიდვა იკვეთება.
"შემსრულებლები": არასამთავრობოების განცხადებით, დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.
- მათივე თქმით, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ და ინტერესდებოდა, თუ რა სახის ზემოქმედება, შეიძლება, მოეხდინა მათზე.
- ორგანიზაციების ცნობით, ამის მაგალითს მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები წარმოადგენს.
პოლიტიკური დახასიათებები: ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
- მათი განმარტებით, დოკუმენტებში საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები იყო.
სკოლების დირექტორები: არასამთავრობოების ცნობით, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორად აღარ დანიშნა.
- მათივე განცხადებით, 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში 95 დირექტორი იყო შეფასებული, რესურს-ცენტრებს კი 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, პარტია 80, ხოლო სუს-ს 89.
- მათი განმარტებით, სუს-სა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები