Pitstop Moto მსოფლიოს უმსხვილესი მოტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
პიტსტოპ მოტოს განცხადებით, მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ ქართველი მომხმარებელი, რომელთათვის ხარისხი პრიორიტეტულია, ტოპ ბრენდების სკუტერები და მოტოციკლი შესთავაზონ.
პიტსტოპი იტალიური კომპანიის Piaggio ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რომელიც ერთ-ერთია უმსხვილეს მოტომწარმოებელ კომპანიებს შორის და საცალო გაყიდვებით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
Piaggio ჯგუფი 7 საუკეთესო ბრენდის მოტო/სკუტერებს აერთიანებს, პიტსტოპი კი, ქართულ ბაზარს ოთხ მათგანი შესთავაზებს. Aprilia, Piaggio, Vespa, Moto Guzzi და მათი 30-მდე დასახელების მოდელი 2022 წლის ბოლომდე პიტსტოპ მოტოს მაღაზიაში სრულად იქნება წარმოდგენილი.
Vespa
პიტსტოპ მოტოს განცხადებით, მსოფლიოში ვესპა ორბორბლიანი ტრანსპორტის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა — ის უნიკალური და გამორჩეული ცხოვრების სტილის გამოხატულებაა.
ქართულ ბაზარზე ხარისხიან პროდუქტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რომელსაც მათი თქმით, პიტსტოპ მოტო ხარისხითა და მრავალწლიანი გამოცდილებით სრულად პასუხობს. თუ კი, აქამდე საქართველოში მხოლოდ ინდური Vespa-ს შეძენა იყო შესაძლებელი, მალე პიტსტოპ მოტო მომხმარებელს იტალიური Vespa-ს 11 მოდელს შესთავაზებს, მათ შორის, Sprint 125, GTS 300 Super, New GTS 300 Super Tech, Primavera 150 და სხვ.
Vespa-ს უზარმაზარი კაპიტალი და ღრმად გააზრებული ღირებულებების ნაკრები გააჩნია. ის, ერთდროულად ვინტაჟური და თანამედროვე სტილით, მთელ მსოფლიოში, წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Aprilia
სუპერ სპორტული კლასის მოტოციკლეტების მოყვარულთათვის, მალე, პიტსტოპის შოუ რუმში Aprilia-ს RSV4 მოდელი იქნება წარმოდგენილი. პიტსტოპ მოტოში ამბობენ, რომ აღნიშნული მოდელი გაუმჯობესებული ხარისხის ელექტრო სისტემებით, რომელიც იდეალურია მოტო რბოლებისთვის, ღირსეულ კონკურენციას უწევს ისეთ ტოპ ბრენდებს როგორიცაა BMW და Ducati.
გარდა ამისა, პირველად საქართველოში, პიტსტოპში Aprilia-ს მოტოციკლეტის იმ სამი მოდელის შეძენა იქნება შესაძლებელი, რომელიც ადაპტირებულია 17-დან 21 წლამდე ასაკის მძღოლებისთვის, როგორიცაა RS 660. აღნიშნული მოტოციკლეტის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2კვტ/კგ-ს და აკმაყოფილებს A2 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის მოთხოვნებს.
Aprilia-ს 10 მოდელი, რომელიც საზოგადოებას მაღაზიის შოუ რუმში დახვდება, გამოირჩევა უახლესი გაუმჯობესებული სამუხრუჭე სისტემითა და სხვადასხვა მახასიათებლით, რომელიც ამინდის მიუხედავად, მომხმარებლის კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
პიტსტოპ მოტოს განცხადებით, ბოლო წლებში, Aprilia-მ მთლიანად განაახლა პროდუქცია და Piaggio ჯგუფის ნამდვილ სპორტულ ფლაგმანურ ბრენდად იქცა. მათივე თქმით, Aprilia საგზაო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატში 294 გრან-პრის მფლობელია.
Moto Guzzi
პიტსტოპ მოტოში აღნიშნავენ, რომ კომპანია ცნობილია თავისი ისტორიული როლით იტალიური მოტოციკლეტების წარმოებაში, ასევე, უდიდესი მნიშვნელობით მოტოციკლეტის მსოფლიო რბოლაში და ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევებით.
პიტსტოპ მოტოში Moto Guzzi-ის 5 მოდელის შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, V7 Stone და V100 Mandello (Premium Version).
Piaggio
პიტსტოპ მოტოში აღნიშნავენ, რომ პიაჯიო ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფლების, ელეგანტურობისა და კრეატიულობის სიმბოლოა — მისი ფართო ასორტიმენტი მომხმარებელს დიდ ქალაქებში გადასაადგილებლად თანამედროვე და გონივრულ გადაწყვეტას სთავაზობს.
Piaggio-ს ინოვაციური სისტემა გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით იქმნება. ის მსუბუქი ტრანსპორტით გადაადგილების სექტორში ლიდერია ევროპასა და აშშ-ში. მისი 5 საუკეთესო მოდელი, მათ შორის, LIBERTY 125 SPECIAL და BEVERLY 400 პიტსტოპ მოტოს მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი.
სკუტერების, მოპედებისა და მოტოციკლეტების გარდა, პიტსტოპ მოტოში, ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის აქსესუარის, მათ შორის, მოტო ჩაფხუტების, სპეციალური ხელთათმანებისა და ტანსაცმლის შეძენა, რომელიც უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია. პიტსტოპ მოტოს განცხადებით, მათ სწორად შერჩევაში მომხმარებლებს მაღალკვალიფიციური კონსულტანტები დაეხმარებიან. მათი თქმით, მაღაზიის მოქნილი სერვისები საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა მოტოციკლეტები განვადებით შეიძინონ და ისარგებლონ როგორც საქართველოს ბანკის, ასევე, TBC ბანკისა და Space-ის ხელსაყრელი პირობებით.
მოტომოყვარულებს პიტსტოპის შოუ რუმში, როგორც სპორტული მოტოციკლეტი, ასევე, ქალაქში გადასაადგილებლად განკუთვნილი ორბორბლიანი ტრანსპორტის განახლებული კოლექცია დახვდებათ; შეთავაზებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიითა და მახასიათებლებით წარმოებული ტექნიკა, რომელიც მათ ყოველდღიურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.
პიტსტოპ მოტოს განცხადებით, ორბორბლიანი ტრანსპორტი, სტრესული და დამთრგუნველი საცობების პირობებში, ყველაზე გონივრული ალტერნატივაა. ისინი აღნიშნავენ, რომ მოტოს მართვის კულტურა საქართველოში დღითიდღე წარმატებით მკვიდრდება და ორბორბლიან ტრანსპორტზე მოთხოვნაც უფრო და უფრო იზრდება. უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით კი, პიტსტოპ მოტო, საქართველოს მოტო ფედერაციასთან ერთად, მუდმივად სხვადსხვა აქტიურ კამპანიებშია ჩართული.
პიტსტოპის მოტოციკლეტების მაღაზია თბილისში, აგლაძის 11ა ნომერში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარეობს.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიაში.
-
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
-
ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები
-
როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს
გადახედვა
-
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
-
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
-
შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს
გადახედვა
-
5 მულტფილმი, რომლის სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს 5 მულტფილმი, რომლის სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს
გადახედვა
-
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
გადახედვა
-
ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში
-
ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა
გადახედვა
-
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
-
საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები
-
რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე? რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს
გადახედვა
-
დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ
გადახედვა
-
ქუთაისში პირი, რომელმაც კაცი სანადირო თოფით მოკლა დააკავეს ქუთაისში პირი, რომელმაც კაცი სანადირო თოფით მოკლა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა
-
"სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე "სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე
გადახედვა
კომენტარები