კარლ ჰარცელი

14 Jul. 2022, 11:20

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ — კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი წაიწიონ წინ — ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად, ამ რეგიონისკენაა მომართული.

საქართველოსთვის გამოწვევაა, ამ 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება.

ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა კითხვას რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება და შეუქმნის, თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  5. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან…