დეიმონ ვილსონი

1 Jul. 2022, 20:35

მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ ყველაფერს, რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის, შარლ მიშელის ან პრეზიდენტ მაკრონისათვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის... ეს რეფორმები უნდა გამომდინარეობდეს ქართველი ხალხის ერთიმეორისადმი პასუხისმგებლობიდან, რომ მას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, რომ ქართველმა მშობლებმა თავიანთი შვილების მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშირონ; არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილები მაინცდამაინც საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ სამუშაოს თუ თავისუფლების საძიებლად; რომ აქაც შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს; რომ აქაურობაც შეიძლება იყოს ევროპა.

ეს ტრანზიციის პერიოდი მნიშვნელოვანია და მაფიქრებს იგი. მივესალმები ევროკავშირის განაცხადს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. [ამერიკის] მთავრობაში მუშაობისას, ევროპელი პოლიტიკოსები ამის აღიარებისგანაც თავს იკავებდნენ. ამდენად, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. 

ამასთან, გვხვდება აშკარა ნიშანიც იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთება და იმედგაცრუება პროგრესის ნაკლებობასა და სწრაფვაზე იმისკენ, რასაც დემოკრატიის ეფუძნება. ამდენად, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ "რა უნდა გავუკეთო ბრიუსელს", არამედ იფიქრონ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისივე მოქალაქეებისა და მათი მისწრაფებისთვის? ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება, როდესაც NATO-სა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე ვსაუბრობთ.

განაცხადა აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED)‐ის პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge-სთან ინტერვიუში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  5. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI

მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი,…