დავით ნარმანია

30 Jun. 2022, 13:17

პრაქტიკულად, ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი წარმოებით ადგილობრივი მოხმარება. ზოგადად, იმპორტს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ იმპორტრი გვაქვს 3 ქვეყნიდან. ეს არის: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. კონკრეტულად თვეების და პერიოდების მიხედვით, განსხვავებულია მოცულობებიც და ქვეყნებიც, ეს დამოკიდებულია, იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან რა ფასად არის შესაძლებელი ელექტროენერგიის იმპორტი. როგორც წესი, არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი. [...]

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იმიტომ, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, უფრო იაფია. ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი. თუმცა, თუ რაღაცა მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება, ან რამე შეიძლება იყოს ასეთი შემაფერხებელი ფაქტორი, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, იმიტომ რომ ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…