ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა — გზა კარიერული წინსვლისკენ
უნივერსიტეტში ჩაბარებისას ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით კარგად, რომ სამომავლო წარმატება მეტწილად ჩვენივე ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მეცადინეობა და სალექციო კურსის მოთხოვნების შესრულება მხოლოდ მინიმუმია, რისი გაკეთებაც დასაქმების ბაზარზე მოსახვედრადაა საჭირო. რეალურად, ფორმალური და არაფორმალური განათლების შერწყმა, საჯარო ლექციებზე დასწრება, სიახლეების ძიება და თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა წარმატების გზაზე გადამწყვეტი ფაქტორებია.
კვალიფიკაციის ამაღლებაზე ფიქრი განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როცა ჩვენს მომავალს სამართლის სფეროს ვუკავშირებთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ბაკალავრის ხარისხის მიღება ხშირად დასაქმებისთვის საკმარისი არაა და საჭიროა სამაგისტრო საფეხურის გავლა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი მიზნების ასრულებაში ხელს უნდა გვიწყობდეს.
ჩვენ სამართლის მიმართულებით დასაქმების შესაძლებლობებზე და ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანსა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელ ქეთევან ცხადაძეს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა სამართლის კოლეგიის მოსამართლეს, ალტე უნივერსიტეტის ლექტორ ალექსანდრე იაშვილს ვესაუბრეთ.
როგორი უნდა იყოს სამართლის სამაგისტრო პროგრამა?
"სამართლის კარგი სამაგისტრო პროგრამა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალს შორის თანაფარდობის გააზრებას უნდა უწყობდეს ხელს. გარდა ამისა, ამ საფეხურზე აქცენტი უნდა კეთდებოდეს კვლევით ნაწილზე და ასევე, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარის განვითარებაზე", — გვიხსნის ქეთევანი და გვეუბნება, რომ ალტე უნივერსიტეტის წარმატების ფორმულა სიღრმისეული ცოდნის გაცემა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობაა.
"ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმატების ფორმულა სიღრმისეული ცოდნის გაცემასთან ერთად, პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობაა. ჰოლისტური მიდგომა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ დარგის გამორჩეული პროფესიონალები მათი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შევარჩიეთ. ლექტორები, რომელთა რიგებშიც არიან ალექსანდრე წულაძე, ალექსანდრე იაშვილი, ნანა მჭედლიძე, ნათია კალანდარიშვილი-მიულერი, არჩილ შეყლაშვილი და კიდევ ბევრი მრავალი პრაქტიკოსი პროფესიონალი, დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის შემოქმედები არიან და მათ მიერ გაცემული ცოდნა წარმატების მიღების წინაპირობაა", — აღნიშნავს ქეთევანი.
ალექსანდრე იაშვილი სამაგისტრო საფეხურის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობას მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ სიღრმისეული თეორიული ცოდნის მიღებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
"კარგად დაბალანსებული სამაგისტრო პროგრამა ღრმა და სისტემური ცოდნის მიღებას უნდა უზრუნველყოფდეს და ხელს უნდა უწყობდეს სათანადო უნარების გამომუშავებას, რაც ადამიანს პროფესიული წარმატების მიღწევას გაუმარტივებს. სალექციო კურსები ყურადღებას უნდა უთმობდეს სიღრმისეული ცოდნის გაცემას, უნდა ავითარებდეს ანალიზის, პრეზენტაციისა და კვლევის ჩატარების უნარს. ასევე, როლური თამაშებით სტუდენტებს წარმოდგენა უნდა შეუქმნას სამუშაო პრაქტიკის შესახებ", — აღნიშნავს ალექსანდრე.
ხშირად უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხური ისეა შედგენილი, რომ ვიწრო პროფილის მიმართულებით გრძელდება სწავლა. ალექსანდრე იაშვილის თქმით, ეს ასე არ უნდა იყოს და უნივერსიტეტი სტუდენტს მრავალპროფილური ცოდნის მიღებას არ უნდა უზღუდავდეს.
"სამაგისტრო პროგრამა არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის მიმართულებას, მრავალპროფილურ ცოდნას უნდა აძლევდეს და შემდეგ მან უნდა განსაზღვროს, მისი ინტერესიდან გამომდინარე, რომელი მიმართულებით განვითარება სურს", — გვეუბნება ალექსანდრე.
როგორ ეხმარება ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს სამართლის მიმართულებით კარიერულ წინსვლაში ?
ქეთევან ცხადაძის თქმით, აკადემიური პერსონალი ის პროფესიული ბაზაა, რომელიც სტუდენტს კარიერული მიზნების მიღწევაში ეხმარება. ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კი სამართლის სფეროს საკმაოდ წარმომადგენლობითი პრაქტიკოსებით არის დაკომპლექტებული: ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე წულაძე, ნანა მჭედლიძე, ნათია კალანდარიშვილი-მიულერი და სხვა.
"საერთო სამაგისტრო პროგრამა სულ რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება და ჩვენ აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის დამფუძნებლების პროფესიონალიზმი, კონტაქტები, სტუდენტების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში ჩართულობა გამოგვარჩევს. ასევე, საერთაშორისო კონტაქტები, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა, კვლევითი მუშაობის გამოცდილების გაცემა — ყველა ეს დეტალი სამაგისტრო საფეხურის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულს ამ კონკურენტულ სფეროში წარმატების მიღწევას უმარტივებს.", — აღნიშნავს ქეთევანი.
სამართლის მიმართულებით არსებული დასაქმების შესაძლებლობები
თუ ადამიანი საკუთარ კარიერულ მიზნებს სამართალს უკავშირებს, ის კონკურენციაშია არა მხოლოდ სხვა ათასობით კურსდამთავრებულთან, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. წარმატების შანსი კი აქვთ მათ, ვისი კვალიფიკაციაც მუდამ მზარდია.
"სამართალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და მიღებული ცოდნა მრავალი მიმართულებით შეიძლება გამოიყენო. სწავლა კერძო, საჯარო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას გულისხმობს", — აღნიშნავს ალექსანდრე იაშვილი და გვესაუბრება იმ რეალურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებისთვის ქმნის — "ჩვენს უნივერსიტეტს 200-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა და სწავლებისა და პარტნიორობის პროცესში პრაქტიკოსი იურისტები არიან ჩართული, რაც სტუდენტებს სამომავლო პერსპექტივებს უხსნის. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული სტარტაპ გარაჟი იძლევა შესაძლებლობას, რომ სამართლის მიმართულებით მიღებული ცოდნა და ბიზნეს გამოცდილება შეაჯერო".
გარდა ამისა, ალექსანდრე იაშვილი იმასაც ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე მნიშვნელოვან დატვირთვას სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება იძენს და უნივერსიტეტი დაინტერესებულ სტუდენტებს შესაბამისი ცოდნის მიღებაზე წვდომას უნდა უმარტივებდეს.
"ჩვენი სამაგისტრო პროგრამის მიზანი როგორც სისტემური ცოდნის, ისე სამუშაო გამოცდილების გაზიარებაა და ამ პროცესში კვალიფიკაციური ადამიანები, მათ შორის, პრაქტიკოსი სპეციალისტები არიან ჩართული. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის საბაზისო ცოდნის გაზიარება, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა სამართლის დარგობრივ მახასიათებლებთან სრულ შესაბამისობაში არის და ამის უზრუნველყოფა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მოხდა. ასევე, მორგებული ვართ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე და ეს ყველაფერი კვალიფიციური კადრის მომზადებას განაპირობებს", — ამბობს ალექსანდრე.
როგორ განვსაზღვროთ სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლისთვის სწორი დრო?
ჩვენთვის სასურველი მიმართულებისა და უნივერსიტეტის შერჩევის გარდა, არანაკლებ რთულია იმის განსაზღვრაც, რამდენად გვაქვს დრო სწავლის გასაგრძელებლად ან, სულაც, ახლა არის თუ არა ამისთვის სწორი მომენტი.
ქეთევან ცხადაძის აზრით, "სტუდენტს უნდა ჰქონდეს გააზრებული პრიორიტეტები და ამის მიხედვით განსაზღვრავდეს, უნდა თუ არა სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება. მან მაგისტრატურაზე ჩაბარების გადაწყვეტილება პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. თუ მას იურისპრუდენციაში სურს ძალების მოსინჯვა, ხშირად წინაპირობა სამაგისტრო საფეხურია, ამიტომ ამ გზით ახალი ცოდნის მიღება და უნარების კიდევ უფრო დახვეწა აუცილებელი ხდება", — აღნიშნავს ქეთევანი.
ალექსანდრე იაშვილი კი თვლის, რომ სამართლის სტუდენტი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და სხვადასხვა განათლების საფეხურს შორის ხანგრძლივი წყვეტაც არ უნდა ჰქონდეს.
"სტუდენტმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ინტერესი, შეაფასოს დატვირთვა და ამის მიხედვით გააგრძელოს სწავლა, თუმცა მე ვთვლი, რომ სამართლის სტუდენტს ბაკალავრიატსა და სამაგისტრო პროგრამას შორის ხანგრძლივი წყვეტა არ უნდა ჰქონდეს. სტუდენტი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და ამას მეტწილად სამაგისტრო პროგრამა უწყობს ხელს. განათლება უწყვეტი პროცესია და იურისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიახლეების მუდმივად მიყოლა, საკუთარი უნარების გაუმჯობესება, ეს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას უწყობს ხელს", — აღნიშნავს ალექსანდრე.
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა — კვალიფიკაციის ამაღლების დამატებითი შესაძლებლობა
ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და ამ მიზნით ევროპის, აშშ-ს თუ აზიის არაერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, ეს ის დამატებითი შესაძლებლობაა, რომელიც სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და დასაქმებაში ეხმარება, ამიტომ სტუდენტების ამ მიმართულებით აქტიურობას განსაკუთრებით პრიორიტეტულად მიიჩნევს.
"აუცილებელია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაც, რადგან სხვა ქვეყნების სამართლებრივ რეგულაციებზე დაკვირვება და ამის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასთან შედარება სტუდენტს ცოდნას უღრმავებს, თვალსაწიერს უზრდის და პროფესიულ საქმიანობაში მაღალი სტანდარტის დანერგვის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ამ ცოდნის გამოყენება, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებას ამარტივებს", — გვეუბნება ალექსანდრე და ამატებს, რომ საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება კვალიფიკაციის ამაღლებას, უნარების დახვეწასა და უწყვეტ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
თუ თქვენი სამომავლო მიზნები სამართალს უკავშირდება და თქვენს ინტერესებზე მორგებულ უნივერსიტეტს ეძებთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე და გაიგეთ მეტი სამართლის სამაგისტრო პროგრამის შესახებ.
კომენტარები