ინფორმაცია ფორმულას ჟურნალისტმა თიკო ერაძემ გაავრელა და მალევე ტელეკომპანიამ დაადასტურა.

დეტალები: როგორც ერაძე წერს, გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ იმის გამო, რომ TV პირველის მიკროფონი ეჭირათ.

  • ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უცხო პირები ჟურნალისტსა და ოპერატორს აგინებენ და უყვირიან. ისინი კამერის გათიშვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპერატორს თავზე დამტვრევით ემუქრებიან.

  • "გათიშე და გეტყვი ყველაფერს. გათიშე ბიჭო და გეტყვი. არ იცის ვისაც შევაგინე? ვინც მიიღო თავის თავზე, მაგას", — ამბობს მოძალადე და ფონად ისმის: "ამათი ნაციონალი დედას შევე*ი".

  • როცა ჟურნალისტი მოძალადეებს სახელებს ეკითხება, პასუხად ე.წ. კანონიერი ქურდების ზედმეტსახელებს იღებს: "კალაშოვი, ვასია ბრილიანტი, საშა სევერი".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიების წარმომადგენლები თავდასხმის ობიექტები არაერთხელ გამხდარან.

  • მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენა ძალადობას ახალისებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.