რატომ გაანაწყენა Frozen-ის გამოხმაურებამ ლილო და სტიჩის შემქმნელი
2013 წელს გამოსულმა ანიმაციურმა ფილმმა Frozen მაყურებლებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ის, რომ ფილმმა დისნეის ანიმაციური ზღაპრების სტანდარტები უგულებელყო და სიუჟეტის მთავარ თემად რომანტიკული ხაზი არ აქცია — Frozen ხომ დებზე, ანასა და ელზაზე, მოგვითხრობს. თუმცა, ფილმის ამ მახასიათებელზე ყურადღების გამახვილებამ დისნეის კიდევ ერთი ცნობილი ანიმაციის, ლილო და სტიჩის, შემქმნელი გააღიზიანა.
ანიმაციური ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა, კრის სანდერსმა, ლილო და სტიჩის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით The New York Times-სთან ისაუბრა, სადაც ასევე აღნიშნა, რატომ გაანაწყენა იგი Frozen-ის გამოხმაურებამ.
"უკეთ რომ განვმარტო, Frozen შესანიშნავი ფილმია", — ამბობს სანდერსი, — "თუმცა, ჩემთვის ცოტათი საწყენი იყო ის ფაქტი, რომ ხალხი ამბობდა, როგორც იქნა, არარომანტიკული ურთიერთობა გამოჩნდა ორ გოგოს შორისო. მე კი გავიფიქრე: 'ეს ჩვენ გავაკეთეთ. წინათაც შეუქმნიათ მსგავსი რამ'".
ლილო და სტიჩი 2002 წელს, Frozen-მდე 11 წლით ადრე გამოვიდა. მართალია, ის ზღაპარი არ იყო, თუმცა, დისნეის რომანტიკული ხასიათის ანიმაციების ტრადიცია მაინც დაარღვია. ამასთან, ის კინოსტუდიის ყველაზე წარმატებული ფილმი აღმოჩნდა 2000-იანების დასაწყისში.
ანიმაცია პატარა ჰავაიელი გოგოს, ლილოსა, და მისი მეგობრის, კოალასმაგვარი უცხოპლანეტელი არსების მეგობრობაზე მოგვითხრობს. სიუჟეტში რომანტიკული ხაზი არ გვხვდება, თუმცა, დიდი ნაწილი ეთმობა ლილოს ურთიერთობას უფროს დასთან, ნანისთან, რომელიც მას მშობლების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ზრდის. ლილო და სტიჩმა ჯამში $271 მილიონი გამოიმუშავა და, საბოლოოდ, ფრენჩაიზად იქცა, რომელსაც გაგრძელებები და სატელევიზიო სერიალებიც მოჰყვა.
ფილმის პროდიუსერის, კლარკ სპენდერის თქმით, ანიმაციის გამოსვლისას ხალხი სწორედ იმაზე საუბრობდა, რამდენად რეალისტური იყო მასში ნაჩვენები ურთიერთობები და პერსონაჟები — თანაც იმდენად, რომ მაყურებელი საკუთარ თავს აიგივებდა გმირებთან.
სანდერსის კი იმედოვნებს, რომ ლილოსა და ნანის ისტორია სათანადო აღიარებას მიიღებს — როგორც ამბავი, რომლის მთავარი ნაწილი არარომანტიკული ხაზია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები