კიმ კარდაშიანის თქმით, მერილინ მონროს კაბა არ დაუზიანებია
თუ კიმ კარდაშიანისა და მერილინ მონროს კაბის ისტორიას ვერ დაეწიეთ, შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მეთ გალაზე კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს კაბა ჩაიცვა, რომელიც მერილინს პრეზიდენტ კენედისთვის სიმღერა Happy Birthday, Mr. President-ის შესრულებისას ეცვა.
კაბის ჩაცმის გამო კიმი რამდენიმე მიზეზის გამო გააკრიტიკეს. კიმმა აღნიშნა, რომ კაბაში ჩასატევად 3 კვირაში 7 კილო დაიკლო, რის გამოც ექსპერტებისა და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, კიმი არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტებს ამკვიდრებს და ადამიანებში კვებით აშლილობას ამწვავებს.
კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი კი ის გახდა, რომ მერილინის კაბა ისტორიის ნაწილია, რომელსაც, ხალხის აზრით, კიმი საფრთხეს უქმნიდა. ცოტა ხნის წინ მერილინ მონროს კოლექციის ინსტაგრამგვერდზე კაბის ორი ფოტო გამოქვეყნდა — მეორე ფოტოში კაბის ქსოვილი შესაკრავთან დაზიანებული ჩანს, ძვირფასი თვლები კი — მომძვრალი.
მას შემდეგ, რაც ამის გამო კიმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ტიკტოკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ კაბა უკვე დაზიანებული იყო, როცა Ripley’s Believe It or Not მუზეუმმა მისი კიმისთვის თხოვება გადაწყვიტა. პირველი, დაუზიანებელი კაბის ფოტო კი რამდენიმე წლით ადრე იყო გადაღებული და არა უშუალოდ კიმის მიერ კაბის ჩაცმამდე.
ცოტა ხნის წინ კიმი Today-ის გადაცემაში მიიწვიეს, სადაც ის სხვა თემებთან ერთად მერილინის კაბის ამბავსაც გამოეხმაურა. მან კაბის დაზიანება უარყო და აღნიშნა, რომ მუზეუმიდან ადამიანები ახლდნენ, რომლებიც კაბის ჩაცმის პროცესში ეხმარებოდნენ და კაბის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. კიმის თქმით, კაბა სულ რამდენიმე წუთით ეცვა.
დამატებით, მუზეუმმა ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კიმ კარდაშიანს კაბა არ დაუზიანებია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მუზეუმმა კაბა 2016 წელს შეიძინა და ის მანამდე სხვაგან ინახებოდა. განცხადების მიხედვით, კაბის 2017 წლის ოფიციალურ აღწერაში მითითებულია, რომ ქსოვილი შესაკრავთან დაზიანებულია და კაბას რამდენიმე ძვირფასი თვალი აკლია. შესაბამისად, მუზეუმის განცხადებით, კაბის მდგომარეობა მეთ გალას შემდეგ არ შეცვლილა.
ამავე თემაზე:
-
რუსეთში, დრონების თავდასხმის შემდეგ, "გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის რუსეთში, დრონების თავდასხმის შემდეგ, "გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის
გადახედვა
-
მერია: "სადგურის მოედნის" და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაიწმინდა მერია: "სადგურის მოედნის" და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაიწმინდა
გადახედვა
-
უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა
გადახედვა
-
გორში მომხდარმა ავარიამდედა და მისი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლა გორში მომხდარმა ავარიამდედა და მისი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლა
გადახედვა
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
კომენტარები